კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად ისევ ბოლნისი და თეთრიწყარო რჩება
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 275 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსი დაუდასტურდა განმუხურის საკარანტინო ზონაში მყოფ 2 ქალს, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში 2 კვირის წინ დაბრუნდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
covid-19-ის დანარჩენი ახალი შემთხვევები კი ისევ ბოლნისსა და თეთრიწყაროს უკავშირდება, რომლებიც ქვეყანაში ახლა ყველაზე მაღალი რისკის ზონებია.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- კორონავირუსის პირველი სამი დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ ოსეთში
ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 120, ხოლო თეთრიწყაროში 47 შემთხვევაა გამოვლენილი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.