კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, სულ - 879 საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 გამოჯანმრთელდა.
15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 704 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
ახლად ინფიცირებული 15 ადამიანიდან 2 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 10 კი საკარანტინე სივრციდანაა. აქედან 5 საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. რამდენიმე ადამიანის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ახლა იკვლევენ.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.