კომენტარი ბაქოდან: პროცესის დაწყება გამამხნევებელია
ბაქოსა და ხანკქნდის ოფიციალური კონტაქტები
ოფიციალური კონტაქტი ბაქოსა და ხანქენდს (სტეფანაკერტი) შორის დაიწყო. ხოჯალიში რუსი სამშვიდობოების შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ყარაბაღში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
ბაქოს საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელის, რამინ მამედოვის თქმით, საუბარი ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა.
”შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ პროცესის დასაწყისი დამაიმედებელი”, – თქვა პოლიტიკურმა კომენტატორმა გაჯი ნამაზოვმა.
შეხვედრა ხოჯალიში დროებით განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის (PMC) შტაბ-ბინაში გაიმართა. ეს იყო პირველი ოფიციალური მოლაპარაკება აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყარაბაღის სომხებს შორის.
მოლაპარაკებების შემდეგ ადგილობრივ პრესასთან ინტერვიუში ბაქოს საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა რამინ მამედოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. ჟურნალისტების კითხვაზე, როდის იგეგმება ამ ფორმატში შემდეგი შეხვედრა, მამედოვმა მორიდებით უპასუხა: „მომავალი შეხვედრების შესახებ ჟურნალისტებს გავაგებინებთ“.
„რუსეთი ცდილობს გახდეს მთავარი მოლაპარაკებების პროცესში“
რუსეთი რეგიონში ევროკავშირის მისიის განლაგების გამო, მთავარი მოთამაშის სტატუსს კარგავს. რუსეთი ცდილობს გახდეს მონოპოლისტი ბაქოსა და ხანქენდის მოლაპარაკებების პლატფორმაზე – მიიჩნევს პოლიტიკური დამკვირვებელი შაჰინ ჯაფარლი.
„ამ მოლაპარაკებების შედეგი შეიძლება იყოს აზერბაიჯანელი სპეციალისტების მიერ საველე მონიტორინგი, ასევე ლაჩინის გზაზე დისტანციური რენტგენის სკანერების განთავსება აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მონაწილეობის გარეშე.
დიალოგი თავისთავად არის წარმატებული გზა პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათ რუსეთი აკონტროლებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაქოს საერთოდ არ უქმნის პრობლემას
სხვათა შორის, ეს კონტაქტები აძლიერებს ვარაუდებს, რომ რუბენ ვარდანიანის გადადგომის ინიციატორი სწორედ რუსეთია“, – განაცხადა ჯაფარლიმ.
“შორსმიმავალი პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა”
„დავიწყოთ იმით, რომ ოფიციალური ბაქო ხანქენდთან მოლაპარაკების პროცესის დაწყებას სიფრთხილით ეკიდება. ეს შეხვედრა არსად გამოცხადებულა და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც სომხურ მედიაში რუსი სამშვიდობოების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. და მხოლოდ ამის შემდეგ იჩქარა აზერბაიჯანულმა პრესამ შეხვედრის შესახებ გზავნილების გამოქვეყნება.” – აღნიშნა პოლიტიკურმა დამკვირვებელმა გაჯი ნამაზოვმა.
„და როგორც ხშირად ხდება, მაშინვე გავრცელდა დაუჯერებელი ინფორმაცია უცნობი „დიპლომატიური წყაროებიდან“ ყარაბაღელ სომხებთან შემდეგი შეხვედრების ადგილის შესახებ. ისინი ასახელებენ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა აღდამი, ბარდა და განჯა. მინიშნებით, რომ შეხევდრა გაიმართება ორმხრივ საფუძველზე რუსი სამშვიდობოების მონაწილეობის გარეშე.