კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
მინისტრის გადადგომის მოთხოვნებს ასოციაცია შემდეგნაირად განმარტავს:
● ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის და გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო პასუხისმგებლობა სრულად დაეკისროს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს და იგი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან;
● განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები და სამსახურების ხელმძღვანელები”
● ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრით.
● ჯანდაცვის ექსპერტები: თუ COVID-19-ის გავრცელება არ შეჩერდა, ქვეყანას დრამატული პერიოდი დაუდგება
ასოციაციამ განცხადება “ბიზნესპრესნიუსს” მიაწოდა.
ასოციაციის პრეზიდენტის (მედიცინის დოქტორი, პროფესორი) ვილი პაჭკორიას შეფასებით, წინ რთული გამოწვევებია, ჯანდაცვის სამინისტროში კი მწვავე საკადრო დეფიციტია.
„კლინიკების ასოციაცია საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია. სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია იმ არაპროფესიონალიზმსა და გაუაზრებელ ინიციატივებზე, რომელმაც ფაქტობრივად კოლაფსამდე მიიყვანა სისტემა.
“სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგადაც გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები, რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში,“
ასოციაცია ეხმაურება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობასაც და აცხადებს, რომ მეორე ფაზას ჯანდაცვის სისტემა არასრულყოფილად მომზადებული შეხვდა.
„დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
● მთავარ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
● ოჯახი ხუთი ბავშვით პანდემიისა და ოკუპაციის პირობებში. ვიდეო კონფლიქტის ზონიდან