ჩვენი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა - საქართველოს პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი
“მინდა, ვთქვა მთავარი – ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში.” – ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით 2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია:
“ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, – მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას.”
● “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
რვა თვეა უკრაინა რუსეთის სასტიკ თავდასხმებს იგერიებს, რუსეთი კი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა. ევროპამ ნაწილობრივ უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე. აგრესორი ქვეყანა იმუქრება, რომ დასავლეთს სრულად შეუწყვეტს დენისა და გაზის მიწოდებას. რუსული პროპაგანდისტული მედია ხატავს აპოკალიპტურ სურათს, როგორი მძიმე ზამთარი ელის ევროპას.
27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. Reuters-ის ცნობით, გაჟონვა შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმის მიმდებარედ, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.
შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მეტად სავარაუდოა, რომ მილსადენებზე თავდასხმა რუსეთის მიერ განზრახ განხორციელდა. ხოლო რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის თქმით, ბალტიის ზღვაშიNord Stream-ის გაზსადენებზე განხორციელებული “ტერორისტული აქტების” უკან დასავლეთი დგას.
ასევე, CNN-ის ცნობით ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებთან, სადაც გაჟონვა მოხდა, რუსული საზღვაო ფლოტის გემები შენიშნეს.