პანდემიის შედეგი: ინტერნეტით გადახდებმა საქართველოში რეკორდულ ნიშნული მიაღწია
რეკორდულ ნიშნულს მიაღწია საქართველოში ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა და ამის მიზეზი კორონაპანდემიაა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში ინტერნეტის მეშვეობით 554 მილიონი ლარის ოდენობის ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 237,1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
2020 წლის დეკემბერში უშუალოდ გადახდების რაოდენობამ 8,690 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 4,1 მილიონი ოპერაციით არის გაზრდილი
12-თვიანი მაჩვენებელი საერთო ჯამში ასეა შეცვლილი:
- 2019 წელს ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა შეადგენდა 54,865 მილიონს, 2020 წელს – 61,537 მილიონს
- 2019 წელს განხორციელებული ოპერაციების მთლიანი მოცულობა შეადგენდა – 3,504 მლრდ ლარს; 2020 წელს – 4,059 მლრდ ლარს.
________________________________________
● UNICEF: საქართველოში 10 ათასამდე ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა