"გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილისთვის" - ტრანსგენდერი ადამიანები მთავრობას დახმარებას სთხოვენ
ტრანსგენდერი ადამიანები ეპიდემიის დროს, ვიდრე შეზღუდვები არ მოიხსნება, მთავრობის მხრიდან დახმარებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ცხოვრება უწევთ უკიდურეს გაჭირვებაში, საბაზისო საჭიროებების გარეშე – როგორიც არის მაგალითად საცხოვრებელი, საკვები და მედიკამენტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში მათ ერთობლივი განცხადება შეიტანეს.

“რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არც ერთი ანტიკრიზისული გეგმა. ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექს სამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა.
ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას და ველოდებით თქვენს პასუხს”, – წერია განცხადებაში, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, 100 ტრანსგენდერი ადამიანის სახელით არის დაწერილი.
________________________
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
● ტრანსგენდერი ქალი, რომელიც კოვიდ-კლინიკაში სანიტრად მუშაობს
● თბილისში ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი პოსტერი დაწვეს
● ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა
● “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
_________________________