გია ნოდიას მოსაზრება: ოპოზიციამ ადამიანები უნდა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაზე კარგად შეუძლია მართვა
გია ნოდიას თვალსაზრისი
პოლიტოლოგი გია ნოდია ქართულ ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს.
“არსებობს სამი არასწორი აზრი ოპოზიციის პრიორიტეტებზე:
(1) ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდია
(2) ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს
(3) ოპოზიციამ ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანოს ქუჩაში, რომ რეჟიმი შეცვალოს.
რეალური, მთავარი პრიორიტეტი არის შემდეგი:
ოპოზიციამ უფრო მეტი ადამიანი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ხელისუფლებაზე უფრო კარგად შეუძლია ქვეყნის მართვა.
ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, განსაკუთრებით არსებული არცთუ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში. მაგრამ ეს ამოცანა თუ არ შესრულდა, პირველ სამზე კონცენტრირებას აზრი არა აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიცია შორდებოდა ამ მიზანს და არა უახლოვდებოდა.
ოპოზიციის შეცდომების ძირი არის ის, რომ ის ზედმეტადაა ორიენტირებული შედარებით აქტიურ მომხრეებზე, რომლებიც ჩანან, მაგრამ ცოტანი არიან.
გამარჯვების მომტანი კი არის მეტი ორიენტაცია პოლიტიკურად ნაკლებად აქტიურ ხალხზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს. ისინი მარტივად და პრაგმატულად მსჯელობენ: ვიცით, ეს მთავრობა რა ნაგავიცაა, მაგრამ ეს სხვები რისი გამკეთებლები არიან?”
● რა სჭირს ქართულ ოპოზიციას?
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომლის მიზანი, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაა, რაც “საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება.”
მოძრაობა “თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” ლიდერის, აკია ბარბაქაძის თქმით, მოხდება საქართველოს გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისგან და მიტაცებული ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, “ერთად ვდგავართ” და ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.
განცხადება გააკეთეს პარტია “დროას”, “გირჩი-მეტი თავისუფლების”, და “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმაც”; ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ელენე ხოშტარიას თქმით, 24 თებერვალს ქართველმა ხალხმა აქციაზე კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ კრიტიკულ მომენტში ერთად დგომა შეუძლია.
უკვე ერთ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიციის წინაშე დგას რთული ამოცანა – ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს „ქართულ ოცნება“, მმართველი გუნდი 10 წლიანი სტაჟით, რომლის დამფუძნებელი და არაფორმალური ხელმძღვანელი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი – ბიძინა ივანიშვილია.
პარალელურად, ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის მოულოდნელად გაიხსნა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფანჯარა – ქვეყანას აქვს შანსი, უკრაინის და მოლდოვას მსგავსად, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის მან ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
თუმცა, ოპოზიცია, რომელიც მოვლენების ავანგარდში უნდა იყოს, ბოლო პერიოდში საკუთარი შიდა გარჩევებით უფროა დაკავებული.