საქართველოში წამლები ისევ გაძვირდა. გაიზარდა ფასები სამედიცინო მომსახურებაზეც
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 32,15%-ით გაძვირდა.
მოიმატა ფასებმა გულსისხლძარღვთა გამაფართოებელ, წნევის საზომ აპარატებსა და თერმომეტრებზეც. 9%-ით გაძვირდა ვიტამინები.
რა გაძვირდა:
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – +12.26%
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – +32.15%
- ანტიბიოტიკები – +6,66%
- ვიტამინები – +9,59%
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – +10,63%
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – +9,91%
- თერმომეტრი – +12,47%
- წნევის საზომი აპარატი – +13,70%
მოიმატა ფასებმა ასევე სამედიცინო მომსახურებაზე. კბილის დაბჟენა 32,35%-ით, ხოლო სისხლის ანალიზი 9,54%-ით გაძვირდა.
ერთადერთი, რაც სამედიცინო მომსახურების მხრივ არ გაძვირებულა, ეს არის მშობიარობა. ის 1,74%-ით გაიაფდა.
როგორ გაძვირდა სამედიცინო მომსახურება:
- თერაპევტის კონსულტაცია – +5,48%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – +17,24%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – +32,55%
- სისხლის ანალიზი – +9,54%
- ექოსკანირება – +6,43%
- საავადმყოფოს მომსახურება – +3,94%
- ქირურგიული მომსახურება – +0,14%
საქსტატის მოანაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა.
● საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
● საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა. რატომ არის ეს ცუდი რიგითი მოქალაქეებისთვის