სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან შემოვიდა
ფულადი გზავნილი საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში ყველაზე მეტი – 173 მლნ-ზე აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
სექტემბერში ჩარიცხული ფულადი გზავნილების გადანაწილება ძირითადი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
● იტალია – 36 288.7 აშშ დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – 28 679.2 აშშ დოლარი;
● საბერძნეთი – 18 451.9 აშშ დოლარი;
● ყირგიზეთი – 18 120.6 აშშ დოლარი;
● ისრაელი – 16 437.4 აშშ დოლარი;
● გერმანია – 15 921.5 აშშ დოლარი;
● ყაზახეთი – 10 126.5 აშშ დოლარი;
● თურქეთი – 9817.5 აშშ დოლარი.
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.