ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აქვს
ამის შესახებ თავად განაცხადა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში მე კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ვიგრძენი: სიცხე და ხველა. მე ჩავაბარე ტესტი და დადებითი პასუხი მივიღე,” – განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ ის თვითიზოლირებულია თავის რეზიდენციაში დაუნინგის ქუჩა #10-ში და აქედან გააგრძელებს მთავრობის მართვას.
ბორის ჯონსონი 55 წლისაა.
______________________
● 25 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს.
● ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 11658 დადასტურებული შემთხვევაა. 578 ადამიანია გარდაცვლილი.
● ჟურნალი Time-ი წერს, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აპირებს მიმართოს თავის ხალხს სატელევიზიო მიმართვით. თუ ეს მართლაც მოხდება, ეს იქნება მისი მეოთხე არაგეგმიური სატელევიზიო მიმართვა მმართველობის 68 წლის განმავლობაში.