ბოლნისში ორსულ ქალს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა
ბოლნისში ორსულ ქალს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ზუსტი დიაგნოზის დასადგენად, მას დამატებით ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში გაუკეთებენ.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 25 წლის არის. ის 6 თვის ორსულია.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
26 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 77 ადამიანი. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.