ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა
თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა.
StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 100 მლნ ლარის გადარიცხვის ფაქტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ადასტურებს.
9 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილი ამავე დროს ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის მონაცემებით, ის $4.8-მილიარდიანი კაპიტალით მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 349-ე ადგილზეა.
მასზე ხშირად წერს საერთაშორისო მედია. მისი სახელი ამოტივტივდა “Panama Papers”- ის სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების დროსაც.
- დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება. როგორ ცვლის ბიძინა ივანიშვილი ლანდშაფტს. რეპორტაჟი შავი ზღვისპირეთიდან
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით მას შემდეგ შეიქმნა, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. ფონდში თანხებს რიცხავენ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ბიზნეს-კომპანიები.
ამ დროისთვის ფონდში 124 543 899 ლარია.