აპრილის თვის საშუალო ინფლაცია 7.2 პროცენტია
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაცია – 7.2 პროცენტია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას – 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საბაზო ინფლაციამ 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%-ია
ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
● ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
● ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით;
● ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით;
● სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით;
● საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ფასები გაიზარდა 7.1 პროცენტით;
● ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით;
● სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით.
_________________________________
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
● იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, საქართველოს 200 000-მდე მოქალაქეს სესხი გაუძვირდა