იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით შემცირდა, ხოლო თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 5.1%-ით.
თებერვალში კლება იყო შემდეგ სფეროებში:
- მშენებლობა;
- განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა;
- ხელოვნება;
- გართობა და დასვენება;
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.
ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკა უკვე მეთორმეტე თვეა მცირდება. 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკა მთლიანობაში 6.1%-ით შემცირდა.
გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი ასე გამოიყურება:
- იანვარი – 5.1% ზრდა;
- თებერვალი – 2.2% ზრდა;
- მარტი – 2.7% კლება;
- აპრილი – 13.5% კლება;
- მაისი – 16.6% კლება;
- ივნისი – 7.7% კლება;
- ივლისი – 5.5% კლება;
- აგვისტო – 5.3% კლება
- სექტემბერი – 0.7% კლება;
- ოქტომბერი – 3.9% კლება;
- ნოემბერი – 7.7% კლება;
- დეკემბერი – 7.9% კლება;
__________________________
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● იანვრის თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.5 პროცენტით შემცირდა