საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 307 000 ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს, რაც მთლიანი მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტია.
ლომბარდების მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 322 800 ლარს შეადგენს, ხოლო ლომბარდების მთლიანმა მოგებამ 2020 წელს 18.4 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ცნობით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებულია სულ 193 ორგანიზაცია.
აქედან:
● 46.1% თბილისში მდებარეობს;
● 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში;
● 14% – იმერეთის რეგიონში;
● 12.4% – აჭარაში.
ხოლო დანარჩენი 13% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
საქსტატის დოკუმენტის მიხედვით, ლომბარდებში სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტია.
ლომბარდის კლიენტთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
__________________________________
● ექვსი ქართული სტარტაპი, რომელსაც პანდემიის დროს კარგად მისდის საქმე
● საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა