აფხაზეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
საერთო ჯამში, აფხაზეთის პარლამენტში, ერთდროულად ოთხი ვაკანსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც დეპუტატი ასლან ბჟანია 2020 წლის 23 აპრილს, პრეზიდენტად აირჩიეს.
მის გარდა, კიდევ სამ დეპუტატს შეუწყდა ვადამდე უფლებამოსილება:
- ალექსანდრ ანქვაბი პრემიერ-მინისტრი გახდა;
- დმიტრი დბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში;
- იური ხაგუში გაგრის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, ორი კვირის ვადაში დანიშნოს ვადამდელი არჩევნები იმ ოლქებში, სადაც ვაკანსიები გაჩნდა. ის, ყველაზე გვიან, ორი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
- აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის გამოწვევები
- ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მისი კონკურენტები ერთობლივი მუშაობისთვის მზაობას გამოთქვამენ
- ასლან ბჟანია საქართველოზე: „მათთვის, ვინც გეოგრაფია არ იცის – ჩვენ მეზობლები ვართ“
- მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩამოგდება
აფხაზეთის პარლამენტში 35 დეპუტატია, რომელთაც მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
სპიკერი ვალერი კვარჩია ამ პრეცედენტის გამო, მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. თუკი მის შეთავაზებას გაითვალისწინებენ, ხუთი წლის ვადით არჩეულ დეპუტატს, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის უფლება აღარ ექნება.