ადვოკატის შემდეგ, თბილისში უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს
მას შემდეგ, რაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი არ შემოუშვეს, საზღვრიდან გააბრუნეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლეც. გორდონის გარდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახან ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში.“, – წერს ჟურნალისტი Instagram-ზე.
გორდონმა მომხდარს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს მთავრობის სირცხვილი უწოდა. გორდონი ამბობს, რომ კიევში იმავე თვითმფრინავით დაბრუნდება, რითაც ჩამოფრინდა.
უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპარლამენტს, ევროპელ ელჩებსა და უკრაინის პრეზიდენტს.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების უფლება, პროცესუალური უფლებები, რწმენის უფლება, რადგან მოჰყავთ ის სასულიერო პირები, ვინც სურთ და არა ისინი, ვისთანაც შეხვედრა მიხეილს სურს. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ამ ინფორმაციას შევატყობინებთ ევროპული ქვეყნების ელჩებს. ჩემს დასკვნას მივწერ ევროპარლამენტს. ახლა მე შევხვდები საქართველოს ომბუცმენს შევხვდები და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა გავაცნო ინფორმაცია, რომელიც მივიღე”, – განაცხადა დენისოვამ.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
● ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მრავალფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გასცეს, თუმცა იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ის გადაყვანილი იქნება მხოლოდ ციხის საავადმყოფოში.
● იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, ციხის კლინიკა აკმაყოფილებს მრავალპროფილური საავადმყოფოს კრიტერიუმებს და შეუძლია მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვა.
● სახალხო დამცველის სპეციალურმა წარმომადგენელმა ციხის იმ საავადმყოფოს მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა, სადაც მესამე პრეზიდენტს უპირებენ გადაყვანას.სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
● მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნილი ექიმთა კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა. ექიმის თქმით, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.