18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება
“დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ახალი აკრძალვები შედის ძალაში.
კერძოდ, ხვალიდან იკრძალება სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა.
გარდა ამისა, დროებით დაიხურება საცურაო აუზები, სატრენაჟორო დარბაზები და სპა-ცენტრები.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გარკვეული სანქციები უკვე მოქმედებს. კერძოდ:
1.18 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა
2. დროებით დაიკეტა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები
3.კაფეებს, რესტორნებს და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ დროებით შეზღუდონ შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება და საქმიანობაში ე.წ მიტანის სერვისი გამოიყენონ.
4.მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი
5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში.
• კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
• დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება ჩერდება
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.