7 მარტის აქციაზე 66 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 7 მარტის საპროტესტო აქციაზე 66 მოქალაქე დააკავეს. მათ მიმართ საქმეები წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზეა (173-ე მუხლი) აღძრული.
აქციაზე მიმდინარე ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით კი გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებითაა აღძრული. 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, 353-ე კი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ მუქარას, წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.
- უცხოელი გავლენის აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, სპეცრაზმმა აქციაზე წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის მიღებას. 7 მარტს მოქალაქეები უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები წყლის ჭავლითა და წიწაკის სპრეით დაუპირისპირდნენ. მათ აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადეს. ერთერთი დარბევის დროს პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს აქციის მხარეს მყოფ პირთა ნაწილმა.