2020 წელს ოჯახების საშუალო შემოსავალი საქართველოში 6.4%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა.
მათივე დაანგარიშებით, ოჯახში საშუალოდ 3.4 კაცი ცხოვრობს, შესაბამისად, ერთ სულზე შემოსავალი 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.
ოჯახის შემოსავლების ძირითად წყაროს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები წარმოადგენს, მათი პროცენტული განაწილება კი ასეთია:
- დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი – 47.8%;
- პენსიები, სტიპენდიები, სოციალური დახმარებები – 23.4%;
- თვითდასაქმებიდან შემოსავალი – 9.4%;
- საჩუქრად მიღებული ფული – 8.9%;
- მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავალი – 5.7%;
- უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შემოსავლები – 3.9%;
- შემოსავალი ანაბრიდან, ქონების გაყიდვიდან – 1%.
__________________________________
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
__________________________________
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა,