ხმების 99 პროცენტი დათვლილია. ზურაბიშვილი - 38.66 %, ვაშაძე - 37.7 %
ცესკომ ხმების 99 %-ი უკვე დაითვალა.
3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლებია:
გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 %
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
• “ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის
• სaქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე. ფოტო და ვიდეო
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან 5 ოლქში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს:
მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე – 31,32 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,62 %;
ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 29,4 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,18 %;
საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე – 30,4 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,55 %;
კრწანისი – 38,27 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,12 %;
ისანი – გრიგოლ ვაშაძე – 39,18 %; სალომე ზურაბიშვილი – 32,02 %;
სამგორი – გრიგოლ ვაშაძე – 41,95 %; სალომე ზურაბიშვილი – 29,9 %;
ჩუღურეთი – გრიგოლ ვაშაძე – 33,56 %, სალომე ზურაბიშვილი – 38,99 %;
დიდუბე – გრიგოლ ვაშაძე – 30,98 %; სალომე ზურაბიშვილი 38,56 %;
ნაძალადევი – გრიგოლ ვაშაძე – 36 %, სალომე ზურაბიშვილი – 33,4 %;
გლდანი – გრიგოლ ვაშაძე 40,07 %; სალომე ზურაბიშვილი – 29,72 %;