დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ: საქართველო 24-ე ადგილზეა
აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და რუსეთმა ბოლო ოთხი ადგილი დაიკავეს ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას შორის სექსუალური უმცირესობებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA-Europe-მა შეადგინა.
უკრაინა 35-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
საქართველომ კი 24-ე ადგილი დაიკავა.
• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
• სომხეთის პარლამენტში ტრანსგენდერი ქალის გამოსვლას მწვავე რეაქცია მოჰყვა
ყველაზე ტოლერანტულები
ექვსი ქვეყანა, სადაც საზოგადოება და ხელისუფლება ლგბტ თემის მიმართ ყველაზე შემწყნარებლები არიან: მალტა, ბელგია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია და ნორვეგია (კლებადობის მიხედვით).
რეიტინგის შესადგენად ექვსი კრიტერიუმი გამოიყენება:
1. თანაბარი უფლებები და დისკრიმინაციის არარსებობა
2. ოჯახის შექმნის შესაძლებლობა
3. გენდერული მრავალფეროვნების სამართლებრივი აღიარება
4. სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობა
5. ლგბტ თემის კუთვნილების საფუძველზე მოცემულ ქვეყანაში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობა
6. სექსუალური უმცირესობების მიმართ და სიძულვილის ენით მოტივირებული დანაშაულები
რა არის ILGA-Europe
ILGA-Europe – საერთაშორისო ასოციაცია, აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 400-ზე მეტ ორგანიზაციას, რომლებიც სექსუალური უმცირესობების (ჰომოსექსუალების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა და ბისექსუალების) უფლებებს იცავენ და მათ მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვიან.
ლგბტ თემის მიმართ ტოლერანტობის რეიტინგს ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ადგენს.