გია ცერცვაძე გაათავისუფლეს
გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა ოფიცერმა საპატიმრო დაწესებულება 26 იანვარს საღამოს დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.
• იყვნენ თუ არა ქართველი სნაიპერები „მაიდანზე“? – რას იძიებს უკრაინის პროკურატურა
• მოსაზრება: დეპორტირებულები-2017
ინფორმაცია ცერცვაძის გათავისუფლების შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ლუცენკო აღნიშნავს, “უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის თუ ისინი ქართველები არიან”.
ცერცვაძის მხარდამჭერებისთვის მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, დღეს გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ 40 დღიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.
ცერცვაძის საქმეზე შემდეგი სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს უნდა გამართულიყო..
საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს კიევის ჟულიანის აეროპორტში, რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანია, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მისი ადვოკატის და ოპოზიცის წარმამოდგენელთა განცხადებით, ცერცვაძის პირადი მონაცემები რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა.