უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სერიულ დეპორტაციებს ახორციელებს, ამით აჩვენებს, რომ იანუკოვიჩისეული მეთოდების გამოყენებაზე უარს არ ამბობს" />

მოსაზრება: დეპორტირებულები-2017

უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სერიულ დეპორტაციებს ახორციელებს, ამით აჩვენებს, რომ იანუკოვიჩისეული მეთოდების გამოყენებაზე უარს არ ამბობს

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

საქართველოში უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების მორიგი “პარტია” ჩამოვიდა. ისევე, როგორც 2006 წელს, როდესაც რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებით სავსე სატვირთო თვითმფრინავები ჩამოდიოდა, ჟურნალისტები აეროპორტში ან საზღვაო პორტში მიიჩქარიან, რათა უკვე რუტინად ქცეული მოვლენა გააშუქონ.

უკრაინის ხელისუფლება ერთ დროს უკვე შეეცადა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფური დეპორტაცია განეხორციელებინა. და მეც მათ შორის უნდა ვყოფილიყავი. მაშინ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, კიევში კი უკვე ოცი დღე მაიდანი იყო დაწყებული.

2013 წლის 10 დეკემბერს ჩვენთან სასტუმროში სამნი მოვიდნენ, რომლებმაც თავი უკრაინის უშიშროების სამსახურისა და საიმიგრაციო სამსახურის თანამშორმლებად გაგვაცნეს. მე და ჩემს ოპერატორს (ჩვენ ტელეკომპანია ტაბულაში ვმუშაობდით) უკრაინის სასწრაფოდ დატოვება მოგვთხოვეს, რადგან ჩვენ “მასობრივ არეულობაში” ვმონაწილეობდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით დეპორტირებით დაგვემუქრნენ.

მათ თან ჰქონდათ კიევში მომუშავე სხვა ქართველი ჟურნალისტების სიაც, იმის გულუბრყვილო იმედით, რომ მათ მოძებნაში დავეხმარებოდით.

მას შემდეგ, რაც სტუმრებს დავემშვიდობე, მომხდარის შესახებ ჯერ მაიდანის შტაბს, შემდეგ კი საქართველოს საელჩოს შევატყობინე. უკრაინელი ჟურნალისტების წყალობით, ამ ამბავს იმ დღეს უდუდესი რეზონანსი ჰქონდა, ქართველი დიპლომატები კი შესაბამის სამსაურებს დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, რა ხდებოდა. საბოლოოდ, ხელისუფლებას თავის მართლება მოუწია, თითქოს ჩვენს დეპორტაციას არავინ აპირებდა და ჩვენ მხოლოდ “გაგვაფრთხილეს”.

დიახ, მათ შეეძლოთ ჩვენც ისევე მოგვქცეოდნენ, როგორც ახლა ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება არასასურველ პირებად მიიჩნევს – მოსულიყვნენ შუაღამისას, დაედოთ ხელბორკილები, აეკრათ თვალები, ჩავესვით საბარგულში და დავესვით თვითმფრინავზე ან ბორანზე. მაგრამ ჩვენ, საბოლოოდ, ხალხმა გადაგვარჩინა – ჟურნალისტებმა, უფლებადამცველებმა, დეპუტატებმა, ჩვეულებრივმა უკრაინელებმა, რომლებიც ამის შემდეგ ქუჩაში გვცნობდნენ, გვამხნევებდნენ და მადლობას გვიხდიდნენ ჩვენი მუშაობისთვის.

საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს თამაზ შავშიშვილი, რომელსაც ყველა ქართველი ჟურნალისტი იცნობს როგორც ტომაზოს – მიხეილ სააკაშვილის პირად ოპერატორს მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილის უკრაინელი თანაპარტიელების კითხვებს სკაიპით პასუხობდა. რადგან უკრაინული მედიიდან მისი ამბით ცოტა ვინმე დაინტერესდა.

მართლად, დიდი ამბავი, თუ ტელეოპერატორი, რომელსაც უკრაინაში სამუშაო აკრედიტაცია და ცხოვრების უფლებაც ჰქონდა, საბარგუში ჩატენეს და გააძევეს? უფრო მნიშვნელობვანი თემებიც არსებობს. უკვე კვირეების განმავლობაში საქათველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად იმყოფებიან, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანებს, ძალის გამოყენებით და აშკარა კანინდარღვევვით, ქვეყნიდან აძევებენ. მაგრტამ როგორც ჩანს ეს ურკაინაში ცოტა ვინმეს თუ აღელვებს, სააკაშვილის მომხრეების გარდა.

მრავალი წლის განმავლობაში არ მიგრძვნია ისეთი სირცხვილი, როდესაც მაშინ, როცა მაისში თბილისის ცენტრში აზერბაჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს და არალეგალურად ბაქოში, ციხეში გადაიყვანეს. ჩემს უკრაინელ მეგობრებს ახლა ასევე რცხვენიათ იმის გამო, თუ როგორ ექცევა ამ ქვეყნის ხელისუფლება ჩემს თანამემამულეებს.

არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკოსს უჭერენ ისინი მხარს. იმასაც არ აქვს მნშვნელობა, დაარღვიეს მართლა რაიმე კანონი ან წესი თუ არა – ნებისმიერ შემთხევაში ასეთი უხეში ძალის გამოყენება არაფრით არის გამართლებული და უკრაინას აქვს ყველა შანსი წააგოს საქმე სტრასბურგის სასამართლოში, თუ დეპორტირებულები მას უჩივლებენ.

როგორც ჩანს, მაიდნის შემდეგ უკრაინულმა საზოგადოებამ უკანონობასთან შეგუება ისევ დაიწყო. ალბათ, იმის გულუბრყვილო იმედით, რომ კანონის შერჩევითი გამოიყენება, როგორც ეს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში მოხდა, ასევე სისატიკე წმინდა ბანდიტურ სტილში მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკოსის მომხრეებზე გავრცელდება, რაღაც ურთოერთგარჩევების ფარგლებში. სხვა მოქალაქეების მიმართ კი ხელისუფლება ასე მოქცევას ვერ გაბედავს. მაგრამ ეს შეცდომაა, რაც მრავალი ქვეყნის პრაქტიკამ დაამტკიცა.

თუმცა არ მგონია, ამ ყველაფერმა საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს შორის ურთიერთობაზე რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს – კიევსა და თბილისში ნებისმიერი მთავრობის პირობებში ჩვენს ხალხებს მუდამ სიახლოვე და ურთოერთსიმპათიები აერთიანებდა. უბრალოდ ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაიდნის შემდგომ უკრაინაში ბევრი რამ ისე არ მიდის, როგორც თავიდან გვეგონა.

სულ უფრო მეტად იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი უკრაინელი ლიდერები მიიჩნევენ, თოთქოს მაიდნის შემდეგ ხელისუფლებაში არა უკრაინის მოქალაქეთა თავდადების, არამედ იანუკოვიჩის სისუსტის გამო აღმოჩნდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ იანუკოვიჩის მეთოდებში ცუდი არაფერია – მთავარია, მისი შეცდომები არ გაიმეორო და უკან არ დაიხიო. ვფიქრობ, არც მათ და არ უკრაინას ეს კარგს არაფერს მოუტანს.


ასევე წაიკითხეთ