დავოსში ალიევთან შეხვედრას ფაშინიანი მოლაპარაკებების ოფიციალურ სტარტად არ მიიჩნევს" />

ფაშინიანმა და ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს

დავოსში ალიევთან შეხვედრას ფაშინიანი მოლაპარაკებების ოფიციალურ სტარტად არ მიიჩნევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ეკონომიკური სამიტი ტარდებოდა. სახელმწიფოების ლიდერებს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა.

რაზე ისაუბრეს ფაშინიანმა და ალიევმა

შეხვედრის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ორი ქვეყნების ლიდერებმა „მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ერთმანეთს აზრი გაუზიარეს“ [მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების  საკითხზე – JAMnews]. შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

მეორე დღეს ფაშინიანი უფრო დაწვრილებით მოჰყვა ჩატარებული შეხვედრის შესახებ. კერძოდ, მან თქვა:

 „ეს არაოფიციალური შეხვედრებია. მათი, როგორც მოლაპარაკებების ოფიციალური სტარტის განხილვა შეუძლებელია“.

ფაშინიანის თქმით, სამიტის ორგანიზატორებმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს – თითოეულს ცალ-ცალკე – ჰკითხეს, – წინააღმდეგი ხომ არ იქნებიან, რომ შეხვედრა შედგეს, რაზეც მან და ალიევმა თანხმობით უპასუხეს.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც მასა და ალიევს შორის შედგა, განიხილებოდა მოლაპარაკებების პროცესის ისტორია, კონფლიქტის მოსაგვარებლად პირობების შექმნის შესაძლებლობა და არსებული წინააღმდეგობები:

 „ჩვენ არავითარ კონკრეტულ დეტალებზე არ გვიმსჯელია, უბრალოდ ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებთ და წარვუდგენთ მოლაპარაკებების პროცესის ჩვენეულ აღქმას“.

ეს ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის  უკვე რიგით მესამე შეხვედრაა.

სომხეთის პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღში გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირების თაობაზე მოილაპარაკეს

 „ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ იქნება“ — სომხეთის პრემიერ-მინისტრი

რას ამბობენ ექსპერტები

სომეხი პოლიტოლოგი აიკ მარტიროსიანი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაოფიციალურ შეხვედრას კომენტარს უკეთებს და ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრები მკაცრად კონფიდენციალურ გარემოში მიმდინარეობს.

 „გაუგებარია, თუ რატომ შედგა ალიევთან შეხვედრა. რა ინტერესი აქვს ამით სომხეთს? რატომ არ იყო ინფორმაცია წინასწარ წარმოდგენილი, ან რატომ არ იუწყებიან მთლიან ინფორმაციას იმის შესახებ, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობდა?“ – წერს მარტიროსიანი.

პოლიტოლოგ არმენ ბაღდასარიანის აზრით, ჩატარებული შეხვედრა შესაძლოა დადებითად შეფასდეს:

 „არ მგონია, რომ შეხვედრა წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო არა მოლაპარაკებები, არამედ – აზრთა გაცვლა-გამოცვლა. თუმცა, საკუთრივ შეხვედრა შეიძლება დადებითად შეფასდეს“.

პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი მიიჩნევს, რომ არც სომხეთი, და არც აზერბაიჯანი ჯერ კონსენსუსისთვის მზად არ არიან:

 „ყარაბაღის კონფლიქტში გადაკვეთის წერტილს შემდეგი ვითარებები წარმოადგენს:აზერბაიჯანი ტერიტორიებს რაიმე დათმობის გარეშე ითხოვს. სომხეთი კი ყარაბაღის სტატუსის პირველხარისხოვნებასა და პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის უარყოფაზე ლაპარაკობს. აქ მხარეთა შეუთანხმებლობა აშკარაა. და საჭიროა გავიგოთ, მზად არის თუ არა რომელიმე მხარე დათმობაზე წასასვლელად? ჩემი აზრით -არა“.


ასევე წაიკითხეთ