მაგრამ ვაქციანაციზე უარს ამბობენ ისინი, ვისაც ის უფრო სჭირდება - მოხუცები, ფეხმძიმეები და ქრონიკული ავადმყოფები" />

სომხეთში სულ უფრო მეტი ადამიანი თანხმდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაციაზე

მაგრამ ვაქციანაციზე უარს ამბობენ ისინი, ვისაც ის უფრო სჭირდება - მოხუცები, ფეხმძიმეები და ქრონიკული ავადმყოფები

სომხეთში სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე დაახლოებით 36 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. თუმცა, ვაქცინაციაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, ვინც რისკის ჯგუფში შედის: ფეხმძიმეები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, მოხუცები. ხშირად მშობლები შვილების აცრაზეც უარს ამბობენ.

როგორია საერთო სიტუაცია?

დღეისათვის უკვე გამოყენებულია ქვეყანაში შემოტანილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 77%.

36 ათას ვაქცინირებულ პირს შორის მხოლოდ 189 ფეხმძიმე ქალია. ეს  ორსული ქალების საერთო რაოდენობის დაახლოებით1,5%-ს შეადგენს.

ვაქციანაციას დათანხმდა მოხუცების მხოლოდ 1.1%, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების 2,7%, და ექვსი თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობელთა 1.3%.

რატომ ამბობს აზერბაიჯანში ბევრი მშობელი ბავშვების აცრაზე უარს

საქართველოში პანიკაა. სიკვიდლის თერთმეტი შემთხვევა „ღორის“ გრიპის გამო 

იმუნოპროფილაქტიკის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელის გაიანე სააკიანის თქმით, რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროცედურაზე რამდენჯერმე იწვევენ. თუმცა, უარის შემთხვევაში, წამალი არ უქმდება:

„თუკი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პოლიკლინიკაში ვაქცინაციისთვის რამდენჯერმე იწვევენ, ისინი კი უარს ამბობენ, თავისუფალ ვაქცინებს ჯანმრთელ მოქალაქეებს სთავაზობენ – მათ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის. ბევრი მათგანი სიამოვნებით თანხმდება“.

ისევ ღორის გრიპი

ამ სეზონზე მიმდინარეობს რეგიონში გავრცელებული А (H1N1 и H3N2)-ის და В ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

სომხეთში უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1-ის გრიპის 10 შემთხვევა, რომელიც ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი.

მედიკოსები ადამიანებს აცრას ურჩევენ, თუმცა აფრთხილებენ: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 თვემდე ბავშვებისთვისა და ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ალერგიის მქონე პირთათვის უკუნაჩვენებია. 

 

 

 


ასევე წაიკითხეთ