მგერ ენოკიანმა თქვა, რომ ბავშვობიდან იურისტობაზე ოცნებობდა" />

პირველად სომხეთში: სამუდამო პატიმრობამისჯილმა უმაღლესი განათლება მიიღო

მგერ ენოკიანმა თქვა, რომ ბავშვობიდან იურისტობაზე ოცნებობდა

ფოტო: hetq.am

სამუდამო პატიმრობამისჯილი მგერ ენოკიანი, რომელიც 22 წელია, პატიმრობაში იმყოფება, რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი დაამთავრა და იურისტი გახდა. ის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდა. ეს სომხეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ამგვარი შემთხვევაა.

 „42 წლის ასაკში ბავშვობის ოცნება ამისრულდა, იურისტი ვხდები. თითქოს ბედის ირონიაა, რომ პატიმრის სტატუსით ვხდები იურისტი“, – თქვა მგერ ენოკიანმა.

მგერ ენოკიანს 20 წლის ასაკში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ის თანაკურსელის მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული. ოჯახი მისი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის დღემდე იბრძვის. თავად მგერ ენოკიანი ასევე ირწმუნება, რომ ის უდანაშაულოა. 2003 წლიდან, ევროპის საბჭოს მიმართ სომხეთის ვალდებულებების ფარგლებში, სომხეთში სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

მგერ ენოკიანის სადიპლომო ნაშრომი მისთვის მტკივნეულ პრობლემას ეხება. მისი სათაურია „ძალაში შესული განაჩენების გადახედვა: თეორიული და პრაქტიკული პრობლემები“.

1996 წელს ის თავისი საქმის ხელმეორედ გადახედვის მიღწევას ცდილობდა. მის საქმეზე აპელაცია ბოლოს, წელს – სამი თვის წინ უარყვეს.

„სომხეთში არ არსებობს პრეცედენტი, რომ სასიკვდილო განაჩენმისჯილი ადამიანების საქმეების განხილვა განახლდეს და ისინი გაათავისუფლონ, ან სასჯელის ზომა შეუცვალონ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთში სასამართლოებს მცდარი სასიკვდილო განაჩენი არასდროს გამოუტანიათ? აშშ-სა და ევროპაში სიკვდილმისჯილები, შესაძლოა, 20-30 წლის შემდეგაც გამართლდნენ“, – უთხრა მგერ ენოკიანმა ჟურნალისტებს თავისი სადიპლომო ნაშრომის დაცვის დღეს.


ასევე წაიკითხეთ