ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული ხმები უარყო" />

სომხეთში თამბაქოს მარიხუანით ჩანაცვლებაზე აქტიურად მსჯელობენ

ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული ხმები უარყო

ბოლო თვეების განმავლობაში კანონპროექტი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის სრულად აკრძალვის თაობაზე ყველაზე უფრო აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ხმები, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოწევის სრულად აკრძალვას აპირებენ – და მისი შემცვლელი მარიხუანა იქნება.

JAMnews-მა გადაწყვიტა გაერკვია, თუ კონკრეტულად რა აიკრძალება და რა ჯარიმები მოელით დამრღვევებს.

სომხეთში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ინსულტის დიაგნოზი გახშირდა

შეიძლება თუ არა მარიხუანის მოწევა საქართველოში? რას ამბობს ახალი კანონი?

ნათესაური ქორწინებები აზერბაიჯანში: საშიში ტრადიცია

გავრცელებული ხმები და უარყოფა

ხმები თამბაქოს მარიხუანით შეცვლის თაობაზე ძალიან აქტიურად გავრცელდა და საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა:

 „ქსელში მორიგი მანიპულაცია გავრცელდა – თითქოს თამბაქო აიკრძალება, რათა მარიხუანა დაიშვას – და საკუთარი სიცრუითვე ხარობენ“.

ტოროსიანმა კომენტარი გააკეთა ასევე იმ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ სომხეთში მოწევა სრულად აიკრძალება:

მოწევას არავინ კრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვევა ყოველწლიურად ათასობით ჩვენს მოქალაქეს კლავს. თამბაქოს ნაწარმის გამოყენება მხოლოდ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალება, რათა  ეს „სასაკლაო“ აღიკვეთოს“.

მინისტრმა ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვის შესახებ გავრცელებული ხმების ავტორებს თავიანთი მდიდარი ფანტაზიის მოთოკვისკენ მოუწოდა:

 „ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვის, ბრუნვისა და გამოყენების შესახებ რაიმე ინიციატივა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. თუ ვინმეს მსგავსი რამ აზრად მოუვა, ასეთ ინიციატივას თავადვე ავკრძალავ, რადგან ჯერ კიდევ მთავრობის წევრი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მთავრობა ასევე მოიქცევა“.

როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალურ ქსელებში

არსენ ტოროსიანის პოსტის ქვეშ ნამდვილი დისკუსია გაიმართა. საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა მოიწონა.

აი, ზოგიერთი მათი კომენტარი:

„უკეთესია თუ მოწევა ღია სივრცეშიც აიკრძალება. მთელი ერევანი ბოლშია გახვეული. პარკში ბავშვს ასეირნებ, ირგვლივ კი – ბოლი დგას“.

 „არ მოსწონთ, როდესაც ქვეყანაში რაიმე დადებითი წინსვლაა“

„მთავრობა არ ვიცი და, ჩვენ შენსკენ ვართ!“

 „ვინმე მაინც თუ დაისჯება მთელი ამ საინფორმაციო ნაგვისთვის? ფეიკების მიმართ ასეთი ტოლერანტულობა შეიძლება საშიში გახდეს!“

მამაკაცების ნახევარზე მეტი მწეველია

ევროპის ქვეყნებს შორის სომხეთს მწეველი მამაკაცების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ სომეხი მამაკაცების 51,5% ეწევა.

სომხეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ქვეყნის მოსახლეობის მიერ მსჯელობის დასაწყებად გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას კრძალავს. და ჯერ კიდევ მაშინ დამრღვევებისთვის გათვალისწინებულმა  დიდმა ჯარიმებმა ბევრი შეაშინა და აღაშფოთა კიდევ.

სავარაუდო ჯარიმის თნახა იმის მიხედვით ვარირებს, თუ სად აღმოაჩენენ მწეველ ადამიანს:

ლიფტში, კაფეში ან ოფისში – 250 ათასი დრამი ($ 520);

ავტომობილში – 50 ათასი დრამი ($ 104);

ტრანსპორტში, ტაქსიში – 100 ათასი დრამი ($ 208).

კანონპროექტის თანახმად, მოწევა მხოლოდ ამისთვის საგანგებოდ განკუთვნილ ადგილებში იქნება შესაძლებელი – და ეს ადგილები შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

ავტორების აზრით, მოწევასთან ბრძოლის ახალმა სტრატეგიამ მწეველთა რიცხვი 30-40%-ით უნდა შეამციროს.


ასევე წაიკითხეთ