რუსეთმა თვითმფრინავები შიდა რუსულ და არა საექსპორტო ფასად გაყიდა" />

სომხეთმა რუსეთისგან ოთხი უახლესი გამანადგურებელი შეიძინა

რუსეთმა თვითმფრინავები შიდა რუსულ და არა საექსპორტო ფასად გაყიდა

ერევანმა და მოსკოვმა Су-30СМ-ის ოთხი მრავალფუნქციური გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სომხეთის შეიარაღებული ძალები თვითმფრინავებს 2020 წელს მიიღებს.

რუსეთი სომხეთისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს

სომხეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს

რა არის გარიგების შესახებ ცნობილი

მრავალი წლის განმავლობაში პირველად ქვეყნის შეიარაღებული ძალები ახალ ავიატექნიკას მიიღებს, და არა უკვე გამოყენებულს.

გარიგების დადების მიზნით, რუსული მხარე გარკვეულ დათმობაზე წავიდა. გარდა იმისა, რომ ადრე $100 მილიონის ოდენობის კრედიტი გამოიყო, სომხეთმა თვითმფრინავები შიდა რუსულ, და არა საექსოპრტო ფასად მიიღო. დათმობები სომხეთის,  როგორც რუსეთის ეგიდით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრის, მიმართ გაკეთდა:

 „ამის მიუხედავად, კონტრაქტი კომერციულად არის მიჩნეული და შესყიდვა რუსეთის მხრიდან გაცემული საკრედიტი სახსრების ანგარიშით ხორციელდება. სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის თითოეული მანქანის ღირებულება იმდენივეს შეადგენს, რასაც – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის.  რუსეთის მხრიდან ამგვარი პირობები ნამდვილი საჩუქარივით გამოიყურება.

არსებითად, ეს არის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის დროს დადებული პირველი კონტრაქტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ მოკავშირესთან ჩვენი პოზიციების სიმყარე დაგვედასტურებინა“, იუწყება „კომერსანტი“ საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი საწარმოს ტოპ-მენეჯერის სიტყვებზე დაყრდნობით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გარიგების დადების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა კონტრაქტის თანხას არ აზუსტებენ.

ამავდროულად 2012 წელს მოსკოვმა და ერევანმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთს არანაკლებ 12 გამანადგურებელი უნდა მიეღო. თუმცა, ის შეთანხმება, სომხეთის ფინანსური პრობლემების გამო, ძალაში აქამდე არ შესულა.

რაში სჭირდება სომხეთს Су-30

სამხედრო ექსპერტი ლეონიდ ნერსისისნი  აღნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში სომხეთს გამანადგურებელი ავიაცია კვლავ არ ჰყავს. СУ-ს თვითმფრინავების შეძენა მოცემული პროცესის დასაწყისი გახდება:

 „საბრძოლო თვითმფრინავები ყოველწლიურად თვალსაჩინოდ ძველდება. ამ კუთხით, ძალიან მოსახერხებელი და ლოგიკური იქნებოდა არსებული მანქანების იმავე Су-30СМ-ით შეცვლა… Су-30СМ-ის დარტყმითი შესაძლებლობები, რაც თავისთავად ანტირადიოლოკაციური რაკეტა Х-58Э-ს გამოყენებას გულისხმობს, აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ეფექტური ბრძოლის საშუალებას იძლევა, მით უმეტეს, რომ სომხეთის არსენალში სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერიც“ არის, რომლის ამ ამოცანისთვის  გამოყენება ასევე შესაძლებელია.

 „მთლიანობაში, სომხეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებლების გამოჩენა თავდასხმით შესაძლებლობებსაც შესამჩნევად გაზრდის…, ასევე აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ