მაგრამ მოდერნიზდება და სომხეთში დისლოცირდება 102 -ე რუსული სამხედრო ბაზა" />

სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი უცხოური სამხედრო ბაზის გახსნას არ აპირებს

მაგრამ მოდერნიზდება და სომხეთში დისლოცირდება 102 -ე რუსული სამხედრო ბაზა

სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი უცხოური სამხედრო ბაზების გახსნას არ აპირებს, მათ შორის – არც რუსულის. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მისნისტრმა ვიგენ სარგსიანმა ერთ-ერთ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მოცემულ მომენტში სომხეთის ტერიტორიაზე უცხოური ბაზების გახსნა არ განიხილება. ამგვარი განაცხადი რუსული მხრიდან არ ყოფილა“, – თქვა ვიგენ სრგსიანმა.

ამით მან რუსეთის საქსპერტო და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ის აზრი უარყო, რომ სწორედ სომხეთში განთავსდება მეორე რუსული სამხედრო ბაზა. ამგვარ აუცილებლობას შემდეგნაირად ხსნიდნენ: ერთ სამხედრო ბაზას არ შეუძლია, რომ ორი ქვეყნის რეალური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, და თანაც ორ სამხედრო ბაზას უნარი შესწევს, რომ შეაკავოს თურქეთისა და აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმები, რაც რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ გამორიცხული სულაც არ არის.

მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქ გიუმრიში მოქმედი 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ერთადერთი რუსული სამხედრო ბაზაა, შესაძლოა მოდერნიზდეს.

„არსებობს კონკრეტული თემები, მიმართულებები, რომელთა მიხედვით, ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელია თანამშრომლობის ახლებური ფორმების ჩამოყალიბება. რუსეთი დიდად უწყობს ხელს სომხეთის შეიარაღებულ ძალთა განვითარებას. მოცემულ მომენტში ჩვენ რუსეთთან ერთად მრავალ პროგრამას ვახორციელებთ – ჩვენი კურსანტების სწავლებით დაწყებული, ოპერაციების ერთობლივად დაგეგმვით დასრულებული“, – დასძინა მან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ