სიგარეტების ფასი იზრდება, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალება " />

სომხეთის მთავრობამ მოწევის საწინააღმდეგო ბრძოლის ახალი, უფრო მკაცრი სტრატეგია შეიმუშავა

სიგარეტების ფასი იზრდება, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალება

სომხეთის ხელისუფლება მოწევასთან ბრძოლას ამკაცრებს: დღეს მთავრობამ დაამტკიცა მოწევასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია – მწეველების რიცხვის 30-40%-ით შემცირება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სიგარეტის ფასის გაზრდას და საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას სთავაზობს.

“სომხეთში 55%-ზე მეტი სრულწლოვანი მამაკაცი და ქალების 3% ეწევა. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალოს. რესტორნებში არამწეველებისთვის ცალკე შენობები არ იქნება, რადგან ბრძოლის მიზანი ის კი არაა, რომ არამწეველების თანდასწრებით არავინ მოწიოს, არამედ ის, რომ საერთოდ არავინ მოწიოს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ლევონ ალტუნიანმა.

ასევე, ის ვინც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის ნებას დართავს,  10 000 აშშ დოლარით დაჯარიმდება.

ალტუნიანმა განაცხადა, რომ სიგარეტის ფას 3-4-ჯერ მოიმატებს. ეს კი იმას ნიშნავს სიგარეტის საშუალო კოლოფი, რომელიც 350 დრამი ღირდა, 1000 დრამი ეღირება. ადამიანი, რომელიც დღეში ერთ კოლოფს ყიდულობს (თუკი ის სიგარტეტს   350 დრამად იძენს), იძულებული იქნება თვეში სიგარეტში  30.000 დრამი ($60) დახარჯოს, 10.500-ის ($20) ნაცვლად.

თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს, რომ ეს შეზღუდვები მწეველების რიცხვს შეამცირებს. მომხარებელთა უფლებების დამცველის არმენ პოღოსიანის თქმით, სომხეთში წლობით არ ყოფილა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა, პირიქით, ამ ჩვევას  ყველანაირად  პროპაგანდა ეწეოდა.

ეკონომისტი ბაბკენ ტუნიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა, კერძოდ რესტორნებსა და კაფეებში, საეჭვოა, რომ მწეველთა რიცხვის შემცირების მიზეზად იქცეს: ადამიანებს ამის გაკეთება ქუჩებსა და თავიანთ სახლებში შეეძლებათ.

შეთავაზებული ცვლილებები ძირითადად გააკრიტიკეს თავად მწეველებმა. ისინი ამგვარ ცვლილებებს თავიანთი უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, ზოგიერთებმა კი განაცხადეს, რომ მოწევას მაინც გააგრძელებენ. არამწეველები კი, პირიქით, ინიციატივას მიესალმებიან  და ამბობენ, რომ მათ ჯანმრთელობას მრავალი წლის განმავლობაში ადგებოდა ზიანი, და უკვე დროა, სიტუაცია შეიცვალოს:

„თამბაქოსადმი სომხეთის მთავრობის ახალ მიდგომას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან საერთო არაფერი აქვს. მათი მიზანი, უბრალოდ ბიუჯეტის შევსება და თამბაქოს (ნარკოტიკის) მწარმოებელთა და გამყიდველთა შემოსავლების გაზრდაა“.

“ევროპული ქვეყანა, ევროპული ქვეყანა… ყველა ამაზე ლაპარაკობს. გვეყო მათი მიბაძვა. სომხებმა როგორც არ უნდა მოინდომონ, ევროპელები ვერ გახდებიან. ვინ არიან ეს საყურიანი კანონების მოკარნახეები, და რატომ უნდა მივბაძოთ მათ?

„მწეველები არამხოლოდ თავიანთ ჯანმრთელობას აყენებენ ზიანს, არამედ თავიანთი ოჯახის წევრების,  ნათესავების, მეგობრების, და მათსას , ვინც არ ეწევა. ზიანს აყენებენ თავიანთ ოჯახურ ბიუჯეტს და შვილებს ცუდ მაგალითს აძლევენ“.

“რუსეთმა აიძულა სომხეთს ფასების მომატება, ამათ კი ეს გზა ნახეს. ოღონდ ყველაფერს უვიცად აკეთებენ. იმის ნაცვლად, ადამიანები რეკლამის საშუალებით დაარწმუნონ, რომ  ეს მავნებელია, ნაუცბათევად ზრდიან ფასებს, რომ ძმას არ აწყენინონ“.

“მაღაზიებში, სიგარეტების განყოფილებაში ქურდობა დაიწყება…  ფასის ძალიან მკვეთრი მომატება უმსგავსი ქცევისკენ უბიძგებს იმ ადამიანებს, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება არ შეუძლია, მაგრამ არც ყიდვის საშუალება აქვს”.


ასევე წაიკითხეთ