სოციალურ ქსელებში ამ მონაცემების არ სჯერათ" />

საქსტატის მიხედვით ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 346 ლარია

სოციალურ ქსელებში ამ მონაცემების არ სჯერათ

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი საარსებო მინიმუმის ოქტომბრის მონაცემებს აქვეყნებს.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ  საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი დღეს 154 ლარი და 10 თეთრია, რაც სექტემბერთან შედარებით 4,6 ლარით, ხოლო წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 12,3 ლარით მეტია.

სტატისტიკის სამსახური  საარსებო მინიმუმს ოჯახის ტიპების მიხედვითაც ანაწილებს:

ერთსულიანი ოჯახი – 154 ლარი და 10 თეთრი
ორსულიანი – 246 ლარი და 40 თეთრი
სამსულიანი – 277 ლარი და 40 თეთრი
ოთხსულიანი – – 308 ლარი და 20 თეთრი
ხუთსულიანი – 346 ლარი და 80 თეთრი
ექვსსულიანი და მეტი – 409 ლარი და 90 თეთრი

გამოდის, რომ მაგალითად, ხუთსულიანი ოჯახის თითოეულ წევრს თვეში 69 ლარი და 36 თეთრი სჭირდება იმისთვის, რომ იარსებოს.

ვინ და როგორ ადგენს საქართველოში საარსებო მინიმუმს?

საარსებო მინიმუმს საქართველოში ადგენს კანონი, რომელიც ქვეყანამ 1997 წელს მიიღო.

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც ასევე დადგენილია კანონმდებლობით. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ულუფა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის აუცილებელ საკვებს.

  • ხორბლის პური – 250 გრამი
  • სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
  • ლობიო – 20 გრამი
  • ბრინჯი – 10 გრამი
  • წიწიბურა – 10 გრამი
  • ძროხის ხორცი – 40 გრამი
  • მაკარონი – 15 გრამი
  • ღორის ხორცი – 20 გრამი
  • რძე – 150 მილილიტრი
  • ხაჭო -15 გრამი
  • ყველი – 20 გრამი
  • ნადუღი – 5 გრამი
  • ბადრიჯანი -10 გრამი
    და ასევე სხვა პროდუქტები.

გამოხმაურება სოციალურ ქსელებში

საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემების გამოქვეყნება, ტრადიციულად, ფეისბუკზე აქტიური განხილვის საგანი ხდება.

ამასთან დაკავშირებით, ფეისბუკმომხმარებლები, როგორც წესი, აუცილებლად იხსენებენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, ნანული შევარდნაძის სიტყვებს, რომ 14 ლარი (შევარდნაძის მმართველობის დროს სწორედ ამდენი იყო პენსია) კარგ დიასახლისს მთელი თვე უნდა ეყოს.

“ნანული უფრო კარგად ითვლიდა, ვიდრე საქსტატი”;

“საარსებო მინიმუმი ანუ? რო არ მოკვდეს ადამიანი? დღეში კაცზე 2.5 გამოდის და რა ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნო 2.5 ლარად?”

“საერთოდ გასაუქმებელია ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი [საქსტატი] და მანდ მომუშავენი დასასჯელები არიან რეალობის გაყალბებისთვის”;

“ანუ, ორი პენსიონერი თუ გყავს ოჯახში, იცხოვრებ რა, შეგილია აღარც იმუშაო”;

“5 კაცი რატომ ვერ ჩაეტევა 346 ლარში.. დღეში 3 პური, 1 კგ კარტოფილი, ერთი კილო მაკარონი, ერთი კარაქი… სულ 202 ლარი გამოდის… დანარჩენი ფულით ზოოპარკშიც წაიყვანენ ბავშვებს”, – წერენ ფეისბუკმომხმარებლები.


ასევე წაიკითხეთ