ორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 11 კი სოლიდარობის ნიშნად წავიდა" />

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ ცამეტმა ჟურნალისტმა დატოვა

ორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 11 კი სოლიდარობის ნიშნად წავიდა

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ პოლიტიკის განყოფილების გარეშე დარჩა.

რა მოხდა

„კომერსანტის“ ორმა ჟურნალისტმა, ივან საფონოვმა და მაქსიმ ივანოვმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერეს, რომ ისინი გაზეთს ტოვებენ და ამას საკუთარი სურვილით არ აკეთებენ. მათ გადადგომა შესთავაზეს. მიზეზი – სტატიაა, რომელშიც გამოითქვა ვარაუდი, რომ უახლოეს მომავალში საკუთარ პოსტს დატოვებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, ვალენტინ მატვიენკო.

ამის შემდეგ, „კომერსანტის“ თერთმეტმა ჟურნალისტმა – ყველა პოლიტიკის განყოფილების კორესპონდენტია, განყოფილების რედაქტორმა და მთავარი რედაქტორის მოადგილემ, რომელიც ამ მიმართულებას კურირებდა – განაცხადეს, რომ კოლეგების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ტოვებდნენ თანამდებობებს.

რუსეთში ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

„იეჰოვას მოწმეები“ რუსეთში: „მათ არანაირი უკანონობა არ ჩაუდენიათ, თუმცა მაინც იდევნებიან“

რეაქცია

„კომერსანტის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა, ვლადიმირ ჟელონკინმა დაადასტურა, რომ საფონოვი და ივანოვი სამსახურიდან იმ პუბლიკაციის გამო გაათავისუფლეს, რომელიც საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ „სტანდარტებს არ პასუხობდა“.

დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და მათ კოლეგებს, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად დატოვეს თანამდებობები.

რუსული ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ ასევე მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ ცოტა ხნის წინანდელი ისტორია გაიხსენა. „კომერსანტის“ მთავარმა აქციონერმა, ალიშერ უსმანოვმა ნავალნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ განცხადების გამო, თითქოს მის კუთვნილ საგამომცემლო სახლში ცენზურა შემოიღეს. მაშინ, „კომერსანტის“ არც ერთი ჟურნალისტი არ დათანხმდა სასამართლოში ნავალნისთვის მხარდაჭერას.

რა არის „კომერსანტი“

„კომერსანტი“ – სსრკ-ში გამოშვებული ერთ-ერთი პირველი არასახელისუფლებო რუსული გამოცემაა. მისი გამოშვება 1990 წელს დაიწყო.

1999 წელს, „კომერსანტის“ დამაარსებელმა და მფლობელმა, ვლადიმირ იაკოვლევმა გამოცემა ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბორის ბერეზოვსკის მიყიდა. მან კი 2006 წელს გაზეთი ალიშერ უსმანოვზე – რუს ოლიგარქზე გაყიდა, რომელიც ცნობილია რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებით.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ