ქვეყანაში ამ ორგანიზაციის საქმიანობა საბოლოოდ აიკრძალა " />

„იეჰოვას მოწმეები“ რუსეთში: „მათ არანაირი უკანონობა არ ჩაუდენიათ, თუმცა მაინც იდევნებიან“

ქვეყანაში ამ ორგანიზაციის საქმიანობა საბოლოოდ აიკრძალა

„კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით  

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებაზე შეტანილი  სააპელაციო საჩივარი  არ დააკმაყოფილა . ამიერიდან ეს ორგანიზაცია რუსეთში ექსტრემისტულადაა მიჩნეული, ხოლო მისი საქმიანობა  სასმართლოს მიერ არის აკრძალული. სასამართლოს სხდომა 17 ივლისს გაიმართა. „კავკაზსკი უზელი“ გვიამბობს, თუ როგორ წარიმართა ეს სხდომა და რისი იმედი აქვთ ამჟამად მოწმეებს.

უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზში ორასივე ადგილი დაკავებული იყო – სხდომაზე დასასწრებად  200-ზე მეტი ქვეყნის მორწმუნე ჩამოვიდა, იყო ბევრი ჟურნალისტი, ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლებიც. ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს დარბაზში შესვლის ბევრი მსურველი გარეთ დარჩა.

სასამართლომ, მართალია უხალისოდ, მაგრამ მაინც გამოიკვლია  მორწმუნეების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის დამადასტურებელი არგუმენტები. მაგრამ მიუხედავად ამისა,  არსობრივად წინა განსაზღვრების ანალოგიური გამოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ მორწმუნეებმა ისევ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, – უთხრა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს ადვოკატმა ანტონ ომელჩენკომ, რომელიც „იეჰოვას მოწმეების“ ინტერესებს წარმოადგენს.

მათ არანაირი უკანონობა არ ჩაუდენიათ, თუმცა მაინც იდევნებიან, – დასძინა მან.

მეორე ადვოკატს ვიქტორ ჟენკოვს ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია:

მოსამართლეებმა მოისმინეს ჩვენი მტკიცბულებები, თუმცა დაცვის მოწმეების, ასევე რეგილიგიათმცოდნეობისა და ლინგვისტიკის სფეროს ექსპერტების დაკითხვაზე უარი განაცხადეს. საბოლოოდ კი ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის   გადაწყვეტილება.

„იეჰოვას მოწმეების“ დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ამ გადაწყვეტილების გასაუქმებელი ინსტანციები შიგ რუსეთშიც კი არსებობს. მაგალითად, ასეთია უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი, – თქვა ადვოკატმა.

ვიქტორ ჟენკოვი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გასაჩივრება არაეფექტური იქნება.

როგორც წესი, ადვოკატებს ამ ინსტანციის იმედი არ აქვთ ხოლმე. იქ ხომ საჩივარს მას შემდეგ აგზავნიან, როდესაც გადაწყვეტილება უკვე ძალაში შედის.

ადვოკატმა ამ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების გეგმებზე გვიამბო. ადვოკატებს საჩივრის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესატანად  სამი თვე აქვთ.   

მართალია, ახლა საერთაშორისო სამართალთან  მიმართებით  რუსული კანონმდებლობის პრიორიტეტულობას აცხადებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთი თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებაზე უარს ვერ იტყვის. არსებობს იმის ალბათობა, რომ თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  „იეჰოვას მოწმეების“ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას,  ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოვა“, – უთხრა ჟენკოვმა „კავკაზსკი უზელს“.

ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტმა, რუსეთის სამართლებრივი ლიტერატურის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ლევ ლევინსონმა „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას „სრულიად არამართლზომიერი“ უწოდა.

„ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი, და სულაც  არ ჰმატებს ღირსებას  არანაირ სასამართლოს, რომელიც  სრულ მართულობასა და  საერთაშორისო ნორმების, ასევე   ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების უგულებელყოფას ავლენს, რაც „იეღოვას მოწმეებს“ ეხებათ რუსეთსა და იმ ქვეყნებში, სადაც იურიდიული პრობლემები ჩნდება; თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც რუსეთში“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელის“ კორეპონდენტს ლევ ლევინსონმა.

მან რუსეთის ეგრეთ წოდებული ანტიექსტრემისტული კანონმდებლობის საკუთარი შეფასება გაგვიზიარა:  

“ვფიქრობ, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში  ისედაც საკმაო შესაძლებლობები არსებობს მათ დასაჯელად, ვინც სხვა ადამიანის უფლებებს არღვევს, და ძალადობრივ ქმედებებს სჩადის. ახლა კი ექსტრემიზმი ძალიან ფართოდ განიმარტება და შერჩევით გამოიყენება მათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლებისთვის მიუღებელია – როგორც ეს „იეჰოვას მოწმეების“ შემთხვევაში ხდება.

ლევინსონი მოჰყვა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს „ექსტრემიზმზე შემოწმება“.  

მაგალითად,  რომელიმე მიმდინარეობის ან ორგანიზაციის ლიტერატურის ექსპერტიზას ახდენენ. ამ ექსპერტიზას ჯიბის, უსვინდისო ექსპერტები ატარებენ. ისინი აღმოაჩენენ ტექსტებს, რომლებიც ექსტრემისტულად მიიჩნევა, და ამის საფუძველზე ორგანიზაციას საქმიანობას უკრძალავენ. „იეჰოვას მოწმეების“ შემთხვევაში, გამოდის, რომ მორწმუნეები თავიანთი აღმსარებლობის განსაკუთრებულობასა და სხვების მიუღებლობას ამტკიცებენ. მაგრამ ყველა „ხსნის რელიგიის“ არსი ასეთია – ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის. ყველა მათგანს თავისი რწმენა მიაჩნია ჭეშმარიტად, და არა სხვების პოზიცია. ნუთუ ყველა მათგანი ექსტრემისტად უნდა მივიჩნიოთ?

„იეჰოვას მოწმეები“, ორგანიზაციის საკუთარი მონაცემებით, დარეგისტრირებულები არიან და საქმიანობენ მსოფლიოს 240 ქვეყანაში. „იეჰოვას მოწმეების საერთო რაოდენობა მსოფლიოში 8,3ადამიანს შეადგენს, მათ შორის რუსეთში – დაახლოებით 170 ათასს.

„კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით             


ასევე წაიკითხეთ