ატომური სადგურის მოდერნიზაცია ეფქტიანობას აამაღლებს და შესაძლებელს გახდის მის 2026 წლამდე ექსპლუატაციას" />

რუსეთი სომხეთს მეწამორის ელექტროსადგურის რემონტისთვის კრედიტს გადაუვადებს

ატომური სადგურის მოდერნიზაცია ეფქტიანობას აამაღლებს და შესაძლებელს გახდის მის 2026 წლამდე ექსპლუატაციას

რუსეთი სომხეთს იმ საკრედიტო დავალიანების გადახდის გადავადების ნებას დართავს, რომელიც რუსეთმა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის რემონტისთვის გამოყო.

რამდენ დროს მიიღებს სომხეთი

მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ სომხეთი რუსეთის მიმართ დავალიანების დაფარვას 2021 წლამდე შეძლებს. სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურებისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გარეგინ ბაგრამიანმა სიტუაცია განმარტა:

 „ჩვენმა ფინანსთა სამინისტრომ საკრედიტო ვალდებულების გადახდისა და კრედიტის დაფარვის ვადის 2021 წლამდე გასაგრძელებლად რუსულ მხარეს თხოვნით მიმართა, რადგან რემონტის ეფექტს სრულად ჩვენ მხოლოდ 2020 წლიდან ვიგრძნობთ. სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზებით მიღებული დამატებითი ეფექტი საკრედიტო დავალიანების დაფარვას მოხმარდება, რაც, თავის მხრივ, რუსული კრედიტის ბოლო ტარიფების დაფარვის გავლენას შეარბილებს.

სომხეთის ატომური სადგურის რეაქტორი რემონტისთვის ამ წლის ივნისში შეაჩერეს. მოხდა მესამე ტურბოაგრეგატის მოდერნიზება. საბოლოო რემონტის შემდეგ სადგურის სიმძლავრე 100%-ით გაიზრდება. ეს 2019 წელს მოხდება.

სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ

 ჩერნობილი უკრაინისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო გახდება

მეწამორი – ატომური სადგური

როგორი კრედიტი მიიღო სომხეთმა

სომხეთმა ატომური სადგურის ექსპლუატაციის 2026 წლამდე გაგრძელებისთვის სამუშაოების განსახორციელებლად სესხი მიიღო. სესხის მთლიანი თანხა 270 მილიონ დოლარს შეადგენს. კიდევ 30 მილიონი გრანტის სახით არის გამოყოფილი. კაპიტალური რემონტის მთავარი კონტრაქტორია რუსული კომპანია „რუსატომ სერვისი“, რომელიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომში“ შედის.

რუსეთის პოზიცია

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სომეხი პარტნიორების თხოვნას გაგებით ეკიდება.“რუსატომ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს ორჯერ მეტი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ:

 „როდესაც სარემონტო სამუშაოები იგეგმებოდა, ჩვენ კონკრეტული მოცულობიდან (აღჭურვილობისა და მომსახურების) გამომდინარე ვმსჯელობდით, მაგრამ რელიზაციის პროცესში დამატებითი მოთხოვნილებები გამოვლინდა. მომავალ წელს  სამანქანო დარბაზში სამუშაოები უნდა დავასრულოთ, უნდა დავასრულოთ მეოთხე ტურბო აგრეგატორის მოდერნიზაცია, სამუშაოების დიდი კომპლექსის ჩატარება იგეგმება რეაქტორულ ცენტრში“.

რამდენ ხანს იმუშავებს ატომური სადგური

სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სადგურის მოქმედი ბლოკის ექსპლუატაციის გაგრძელება შესაძლებელია 2026 წლამდე. სომხეთის ხელისუფლება ასევე აპირებს, რომ ეტაპობრივად აამოქმედოს ახალი ბლოკები. სომხეთის ატომური სადგური – რეგიონში ერთადერთია.

სომხეთის ატომური სადგურის ისტორია

სადგურის პირველი ენერგობლოკი 1976 წელს ამოქმედდა, მეორე –1980 წელს. პროექტის მიხედვით, ბლოკების ექსპლუატაციის ვადა 3- წელიწადს შეადგენს. 1988 წელს, სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ უსაფრთხოების საკითხი დადგა. 1989 წელს, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ატომური სადგურის ორივე ბლოკის ექსპლუატაცია შეჩერდა. ამას მოითხოვდნენ ეკოლოგებიც. თუმცა, უკვე 1995 წლის ნოემბერში, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიზნით, მეორე ბლოკი ხელმეორედ ამოქმედდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ