თავი რუსეთში, ტანი აზერბაიჯანში – სად დაკრძალავენ ლეგენდარულ მთავარსარდალს?
რუსეთის დუმამ [პარლამენტი-რედ.] ამჟამად სანკტ-პეტერბურგში დასვენებული ჩრდილოკავკასიელი მთავარსარდლის, ჰაჯი-მურატის თავის ქალის მის სამშობლოში, დაღესტანში [რუსეთის შემადგენლობაში არსებული ავტონომიური რესპუბლიკა] გადასვენების ნებართვა გასცა. მისი სხეული აზერბაიჯანშია დაკრძალული. აქამდე უცნობია, თუ როდის და როგორ მოხდება განსვენებულის ნაწილების შეერთება: „რესპუბლიკაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური სიტუაციის გათვალისიწინებით“, – დაკრძალვა მოგვიანებით მოხდება. ოფიციალური ბაქო დათანხმდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ამ საქმეს ხელი შეუწყოს.
ჰაჯი მურატის გადასვენების გამო, თავიდანვე რამდენიმე მხარე დავობდა, და ამასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
• ბაქოს ლეგენდარული უბანი გაქრობის პირასაა
საზოგადოებრივი კომიტეტი „ლევ ტოლსტოის მემკვიდრეობა და დაღესტანი“ მოითხოვდა, რომ ჰაჯი-მურატის თავის ქალა და სხეული დაღესტანში, მის მშობლიურ სოფელ ხუნზახში დაემარხათ.
ჰაჯი-მურატის შთამომავლებს კი მისი თავის ქალის აზერბაიჯანში ჩატანა და იმ საფლავში ჩასვენება სურდათ, სადაც უკვე მისი სხეული განისვენებს.