არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა" />

ერევნის ახალი მერი ნიკოლ ფაშინიანის ფავორიტი კანდიდატი – აიკ მარუთიანი გახდება

არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 სექტემბერს ჩატარებული ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა; არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უჭერს მხარს.

ყველა ბიულეტენის დამუშავების შემდეგ ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა – 81,05%. შესაბამისად, ბლოკის სიაში პირველი ნომერი აიკ მარუტიანი ავტომატურად, უხუცესთა საბჭოში კენჭისყრის გარეშე გახდება ერევნის მერი.

კანონმდებლობის თანახმად, ქალაქი მერი ხდება უხუცესთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე იმ პოლიტიკური ძალის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, რომელიც მანდატების 40 ან მეტ პროცენტს მიიღებს.

მარუტიანი უფლებამოისლების აღსრულებას 10 ოქტომბერს შეუდგება.

მთლიანობაში ერევნის უხუცესთა საბჭოში ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ 54 მანდატი მიიღო. უხუცესთა საბჭოში სულ სამი ძალა გავიდა.

ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ – ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანის პოლიტიკურ ძალას საბჭოში 6 წარმომადგენელი ეყოლება.

ოთხი მანდატი მიიღო ბლოკმა „ლუის“-მა.

ვებგვერდზე ასევე ნახავთ: რა იყო ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნების მთავარი ინტრიგა

არჩევნების შედეგებს მასში მონაწილე არც ერთი პოლიტიკური ძალა ეჭვქვეშ არ აყენებს. ღამით, არჩევნების დასრულების შემდეგ ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ წინასაარჩევნო შტაბში ბლოკ „ლუის“-ის პირველი ნომერი, არტაკ ზეინალიანი მივიდა. მან აიკ მარუტიანს პირადად მიულოცა. მილოცვას შეუერთდა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ ცარუკიანიც.

არჩევნების მიმდინარეობას რვა ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ადევნებდა თვალ-ყურს.  

შეტყობინებები დარღვევების შესახებ მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში შედიოდა, თუმცა მათი რაოდენობა, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო,

ამ არჩევნებზე არსებული წესრიგისა და გამჭვირვალობის ატმოსფერო სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა:

აი, რა დაწერეს მათ:

 „ამდენი წლის განმავლობაში – ეს პირველი სამართლიანი არჩევნებია სომხეთში“.

 „განსაკუთრებული არჩევნები იყო. როგორც იქნა, ბიულეტენების ურნებში ჩაგდება, და ხმების მოსყიდვა არ მომხდარა“.

თუმცა, ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე გამოცხადების პროცენტმა ბევრი გააკვირვა – 43,65%. ვარაუდობდნენ, რომ რევოლუციის შემდეგ პირველ არჩევნებს მაღალი დასწრება ექნებოდა. თუმცა, დასწრება ოდნავ უფრო მაღალი იყო, ვიდრე უხუცესთა საბჭოს წინა არჩევნებზე.

პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდერიანი ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლების არჩევნებზე ტრადიციულად დაბალი დასწრებაა ხოლმე:

 „თუმცა არჩევნები ძალიან პოლიტიზებული იყო. ეს იყო ხელისუფლებისადმი ნდობის ვოტუმი, და არამხოლოდ იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც ასფალტით, ბორდიურებით და ნაგვის გატანით იქნებიან დაკავებულები, არამედ პირიქითაც კი.

მეორე ის, რომ არ ყოფილა არჩევნებში ადამიანების ისეთი არაიდეოლოგიური ჩაბმა, რასაც წინა წლებში ვხედავდით. ადამიანები ავტობუსებით არ მოჰყავდათ, მათ ქრთამს არ აძლევდნენ – დასწრების შედეგებზე ამანაც იმოქმედა. და, რაც მთავარია, არჩევნები არაკონკურენტული იყო. იმ არჩევნებზე, სადაც რეალური კონკურენცია არ არის, ნაკლები ადამიანი მიდის“.

დაბალი დასწრება ახალი მერის ლეგიტიმურობისთვის დარტყმას წარმოადგენს, – ვარაუდობს სხვა პოლიტოლოგი გაგიკ კერიანი:

 „არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობით შეშფოთებული ვარ. ხმა მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45%-მა. ეს მერის ლეგიტიმურობისთვის სერიოზული დარტყმაა, რადგან ახლანდელ არჩევნებში გაიმარჯვეს სახლში მჯდომმა გულგრილმა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობა – ახალგაზრდა ადამიანია“.

ამავე თემაზე

ბიზნესი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს - რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირველ 100 დღეში

ბიზნესი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს - რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირველ 100 დღეში

სომეხმა ოლიგარქმა პირობა დადო, რომ ერევნის მერის არჩევნებზე ამომრჩევლებს არ მოისყიდის

სომეხმა ოლიგარქმა პირობა დადო, რომ ერევნის მერის არჩევნებზე ამომრჩევლებს არ მოისყიდის

სომხეთის ახალი ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღე — ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას ერევნის მთავარ მოედანზე მიმართა

სომხეთის ახალი ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღე — ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას ერევნის მთავარ მოედანზე მიმართა

სომხეთის ონლაინ-მედიაში ყველაზე პოპულარული ქალი - დეპუტატია

სომხეთის ონლაინ-მედიაში ყველაზე პოპულარული ქალი - დეპუტატია

სომხეთში თანამდებობის პირები ჯერ კიდევ ცდილობენ შვილების ჯარში სამსახურიდან ქრთამის სანაცვლოდ დახსნას

სომხეთში თანამდებობის პირები ჯერ კიდევ ცდილობენ შვილების ჯარში სამსახურიდან ქრთამის სანაცვლოდ დახსნას

სომხეთში მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერმა სკანდალი გამოიწვია

სომხეთში მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერმა სკანდალი გამოიწვია


ასევე წაიკითხეთ