ქალაქის ხელისუფლება აპირებს შეცვალოს ის ოპერატორი, რომელიც თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. მასთან კონტრაქტს ხელი წინა ხელისუფლებამ მოაწერა" />

ერევანში ნაგვის შეგროვებასა და გატანაზე პასუხისმგებელი კომპანია დიდი თანხით დაჯარიმდა

ქალაქის ხელისუფლება აპირებს შეცვალოს ის ოპერატორი, რომელიც თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. მასთან კონტრაქტს ხელი წინა ხელისუფლებამ მოაწერა

კომპანია „Sanitek“, რომელიც ერევანში ნაგვის გატანაზეა პასუხისმგებელი, 12 მილიონი დრამით (25 ათასი დოლარი) დაჯარიმდა. ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად უჩიოდნენ კომპანიის მუშაობას, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. საბოლოოდ დედაქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა შემოწმებები ჩაატარეს, და ფაქტობრივად დარწმუნდნენ, რომ კომპანია საკუთარ ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებს.

„Sanitek“-ის ხელმძღვანელობა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, და მათ დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოფხვრა შესთავაზეს. ჯარიმა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცხადი გახდა, რომ კომპანია ქალაქის ხელისუფლების გაფრთხილებას უგულებელყოფდა.

კერძოდ, ერევნის უხუცესთა საბჭოში ნიკოლ ფაშინიანის ფრაქცია „ელკი“ (გამოსავალი) წინადადებით გამოვიდა, რომ ერევანში ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელ ოპერატორთან კონტრაქტი დაირღვეს. კომპანია „Sanitek“- თან კონტრაქტს ხელი 4 წლის წინათ მოეწერა. მაშინ მერიას ქალაქის ყოფილი თავი ტარონ მარგარიანი ხელმძღვანელობდა.

 „გთავაზობთ, გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, და მოვიზიდოთ ახალი ოპერატორი, რომელიც დედაქალქში ნაგვის გატანისა და სანიტარულ სამუშაოებს შეასრულებს. ერევანში ნაგვის შეგროვებასა და გატანასთან დაკავშირებული პრობლემები კომპანია „Sanitek“-თან ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. ნაგვის უტილიზაციის სფეროში კონკურენცია უნდა არსებობდეს.

როდესაც ოთხი წლის წინათ ბეირუთში დარეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაცია „სანიტეკთან“ კონტრაქტს ხელი მოეწერა, მეორე ოპერატორზე კონკურსი არც გამოცხადებულა“, – განმარტა ფრაქცია „ელკის“ წარმომადგენელმა დავიდ ხაჯაკიანმა.

 


ასევე წაიკითხეთ