ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო რუსეთის ქმედებებზე განსხვავებულად რეაგირებენ " />

ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: სიტყვა და საქმე

ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო რუსეთის ქმედებებზე განსხვავებულად რეაგირებენ

მოსკოვი, 2018 წლის დეკემბერი, REUTERS/ტატიანა მაკეევა

ევროპა აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციების ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გამკაცრებას:

• სანქციების გაგრძელება;

• რეკომენდებულია, რომ მხარი არ დაუჭიროს გაზსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელსაც რუსეთი აშენებს.

• მიიღეს რეზოლუცია „რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინასთან ურთიერთობაში და ქერჩის სრუტეში“.

 უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?

• რუსეთი მსოფლიო კიბერჯარების ტოპ ხუთეულშია

• ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა

მოკლედ და თანმიმდევრობით თითოეული გადაწყვეტილების შესახებ.

სანქციების გაგრძელება

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ნახევარი წლით, 2019 წლის აგვისტომდე გაუგრძელა.

თავდაპირველად ევროკავშირმა, როგორც აშშ-მა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ, რუსეთს სანქციები 2014 წელს დაუწესეს. ამის მიზეზი უკრაინული ყირიმი გახდა. რუსეთის დახმარებით იქ რეფერენდუმი ჩაატარეს, სადაც უმეტესობამ მხარი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება უკრაინამ და საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასეს, როგორც ყირიმის ანექსია.

ამის შემდეგ დაიწყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ომში აქტიურ მონაწილეობასა და სეპარატიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რის გამოც სანქციები გაფართოვდა.

ამის შემდეგ სანქციები კიდევ არაერთხელ გააძლიერეს და გააგრძელეს. მიმდინარე სანქციების ვადა 2019 წლის 31 იანვარს სრულდება.

სანქციების ახლანდელი გაგრძელების მიზეზი შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს: ევროკავშირი ვერ ხედავს პროგრესს მინსკის შეთანხმების შესრულებაში.

 

„ევროკავშირი ეკონომიკურ სანქციებს აგრძელებს, ვინაიდან მინსკის შეთანხმების განხორციელებაში ნულოვანი პროგრესია“, – დაწერა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე.

 

 მინსკის შეთანხმება არეგულირებს სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და ითვალისწინებს მათ შორის საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის, უკრაინის, ამ ორი არაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკისა და ეუთოს წარმომადგენლებმა. პროტოკოლზე ხელმოწერის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში ამ დრომდე გრძელდება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში რუსეთს ადანაშაულებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ორ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს – გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და თავისუფალი ცურვის რეჟიმი ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – პოლიტიკური პროექტი, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემუქრება“

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – ეს არის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის ახალი ვარიანტი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვრის გავლით.

ამ პროექტის მთავარი მხარდამჭერები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არიან, რომელიც მსხვილი გერმანული ბიზნესის სურვილებისადმი შემხვედრ ნაბიჯებს დგამს.

პროექტის მოწინააღმდეგეები, რომელთაც ევროპაში პირველ რიგში პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მიეკუთვნებიან, თვლიან, რომ ეს გაზსადენი აძლიერებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ მიწოდებაზე და ეკონომიკურად ასუსტებს უკრაინას, რომლის ტერიტორიის გავლითაც მიეწოდება ევროპას რუსული გაზი.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს აფასებს, როგორც პოლიტიკურ პროექტს, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემუქრება და მისი მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები შედის გერმანიის ხელისუფლების კომპეტენციაში, რომელიც ჯერჯერობით არ რეაგირებს შეჩერებისადმი მოწოდებაზე.

თავისუფალი ცურვის რეჟიმი ქერჩის სრუტეში

ქერჩის სრუტე შავსა და აზოვის ზღვებს აკავშირებს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედი შეთანხმების თანახმად, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე ითვლება ორივე ქვეყნის ტერიტორიულ წყლებად, რომელშიც ორივე ქვეყნის გემები სარგებლობენ თავისუფალი ცურვის უფლებით სპეციალური ნებართვის გარეშე.

თუმცა, 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და ქერჩის ხიდის აშენების შემდეგ, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა განაცხადა, რომ ქერჩის სრუტე მისი ტერიტორიული წყლებია.

25 ნოემბერს, რუსი სამხედროები ქერჩის სრუტეში თავს დაესხნენ სამ უკრაინულ სამხედრო ხომალდს, რომლებიც აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ, დაიპყრეს ისინი, დააკავეს ეკიპაჟი, სამი მეზღვაური კი დაჭრეს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეს მოქმედება „აგრესიად“ შეაფასეს და „უკრაინული გემებისა და მათი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“ მოითხოვენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ