ანალიტიკოსებმა $ 300 მილიონი და ათასი სპრეციალისტი დათვალეს" />

რუსეთი მსოფლიო კიბერჯარების ტოპ ხუთეულშია

ანალიტიკოსებმა $ 300 მილიონი და ათასი სპრეციალისტი დათვალეს

რუსეთი იმ სახელმწიფოების ტოპ 5-ეულში მოხვდა, რომლებშიც კიბერჯარი – სპეციალიზებული ქვედანაყოფები სამხედროების კიბერუსაფრთხოების დაცვისა და სადაზვერვო მიზნებისთვის, ყველაზე მეტად არის განვითარებული.

როგორც „კომერსანტი“  კომპანია Zecurion-ზე დაყრდნობით წერს,  კიბერჯარზე  რუსეთის დანახარჯები წელიწადში თითქმის 300 მილიონ დოლარს უდრის, ხოლო სპეცქვედანაყოფების რიცხვოვნობა – დაახლოებით ათას ადამიანს.

ექსპერტთა მონაცემებით, ოფიციალურად მსოფლიოში კიბერჯარს მხოლოდ  რამდენიმე ათეული ქვეყანა იყენებს, არაოფიციალურად კი – ასეულზე მეტი. ყველაზე განვითრებული კიბერჯარი აშშ-ს ეკუთვნის. იქ  ამ მიმართულების დაფინანსება წელიწადში 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, სახელმწიფოსთან 9 ათას მეტი  ჰაკერი თანამშრომლობს.

აშშ-ს მოსდევს ჩინეთი – კიბერჯარის 1,5 მილიარდ დოლარიანი ფინანსირებით და კიბერარმიის 20 ათასკაციანი შემადგენლობით. მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (450 მილიონი დოლარი წელიწადში და 2 ათასი ჰაკერი), მეოთხეზე – სამხრეთი კორეა (400 მილიონი დოლარი წელიწადში და 700 ჰაკერი).

ანალიტიკოსები კიბერჯარის საქმიანობის მთავარ მიმართულებად  ჯაშუშობას, კიბერშეტევებსა და საინფორმაციო ომებს ასახელებენ.


ასევე წაიკითხეთ