შიო მუჯირი საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების სხდომაზე მან 22 ხმა მიიღო. მისი არჩევით ილია მეორის თითქმის 50-წლიანი ეპოქა დასრულდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტისთვის, ახალი ეტაპი დაიწყო.
ახლა ყურადღების ცენტრში მხოლოდ საეკლესიო მემკვიდრეობა არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი პატრიარქის ბიოგრაფია, მისი მოსკოვური პერიოდი, დამოკიდებულება რუსეთის საეკლესიო გავლენის მიმართ, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი და პოლიტიკური პროცესები საქართველოში.