რუსეთი აშშ-სა და საქართველოს ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს. რას ამბობენ თბილისსა და ვაშინგტონში?" />

ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა

რუსეთი აშშ-სა და საქართველოს ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს. რას ამბობენ თბილისსა და ვაშინგტონში?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ საქართველოს ტერიტორიაზე საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნაში დაადანაშაულა.

რუსეთის ჯარის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მეთაურის, იგორ კირილოვის თქმით, საუბარია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრზე, რომელიც თბილისის მახლობლად მდებარეობს.

გენერალი კირილოვი ირწმუნება, რომ ეს ცენტრი სრულიად კონტროლდება ამერიკული მთავრობის მიერ და წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან ერთ-ერთს, რომლებიც მათ რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებზე შექმნეს.  

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ეს კატეგორიულად უარყო.

გაზეთი The New York Times თავის  პუბლიკაციაში  ყურადღებას შემდეგ დამთხვევაზე ამახვილებს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა რუსეთის ხელისუფლება „მრავალრიცხოვანი და უპასუხისმგებლო კიბერშეტევების მომზადებაში“ დაადანაშაულეს.

ლუგარის ლაბპრატორიაზე თავდასხმას წინ უძღოდა ასევე რუსეთის ოთხი მოქალაქის დეპორტირება ნიდერლანდებიდან, სადაც ისინი ქიმიური იარაღის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციის კომპიუტერული ქსელში შეღწევას და მის გატეხვას ცდილობდნენ. ეს ორგანიზაცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და დიდ ბრიტანეთში რუს მზვერავ სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტებს იძიებს.

საქართველოს რეაქცია

რუსეთის ბფრალდებების საპასუხოდ ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელობამ თბილისში “ღია კარის დღე” მოაწყო და ლაბორატორია ჟურნალისტებს დაათვალიერებინა. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ   ლაბორატორიაში სხვადასხვა დაავადებაზე  ეპიდემიოლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებენ და არ ქმნიან ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს. 

ვებგვერდზე ასევე ნახავთრა ხდება ლუგარის ცენტრში. რეპორტაჟი ყველაზე სკანდალურ ლაბორატორიაზე

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მორიგი აჟიოტაჟი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ მოსკოვში, 2018 წლის 11 სექტემბერს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას მოჰყვა.

გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს ცენტრი საიდუმლო ლაბორატორიას წარმოადგენს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. მოგვიანებით მან ვითომდა თავისი ნათქვამის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ამ აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა,  ვლადიმირ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

„ჩვენი შეაფსება ასეთია, რომ ეს არის იმ სიცრუის მორიგი პროპაგანდა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მუდმივად ეწევა და ცდილობს, სწორედ ამ კონკრეტულ ნაწილში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს თანამშრომლობას ჩირქი მოსცხოს. რასაკვირველია, ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, იმ ბერკეტებისა და ინსტრუმენტების გათვალისწინებით, რასაც საგარეო პოლიტიკურ უწყება ფლობს“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

თბილისში აღნიშნავენ, რომ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში სკანდალური არაფერია. თუმცა, საკუთრივ ის ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მასალები მის ხელთ აღმოჩნდა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს საბუთები უწყებაზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოიპარეს.

საქართველოს ოპოზიციურ და საექსპერტო წრეებში მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი საქართველოს განგებ უგზავნის არაკეთილგანწყობილ, მუქარის შემცველ მესიჯებს, და ამით ცდილობს, რომ ამომრჩეველი დააშინოს და ოპოზიციისთვის მიცემული ხმების რაოდენობა შეამციროს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ