სამედ სეიდოვი კი მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემის გადაჭრის გარეშე, პოლიტპატიმრების საკითხის დაყენება არ შეიძლება " />

ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების შესახებ მსჯელობენ

სამედ სეიდოვი კი მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემის გადაჭრის გარეშე, პოლიტპატიმრების საკითხის დაყენება არ შეიძლება

„აზერბაიჯანში არიან პოლიტპატიმრები – ეს არის 1 მილიონი დევნილი და იძულებით გადასახლებული პირი, რომლებიც ჩემს ქვეყანაში სომხეთის შეჭრის შედეგად გაჩნდნენ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა სამედ სეიდოვმა. მან დასძინა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე, პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება, – წერს სააგენტო Turan.

• რატომ არის აზერბაიჯანში ძნელი ჟურნალისტობა

აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემისადმი მიძღვნილი მოსმენები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგისა და იურიდიული კომიტეტის მიერ სტრასბურგში გამართული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის ტორჰილდურ ვარსდოტირის აზრით, მარტის შეწყალებამ, როდესაც ათობით პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, პრობლემა ვერ გადაწყვიტა. 70-მდე პოლიტიკური პატიმარი აქამდე ციხეებში რჩება. მეტიც, ახლახან გათავისუფლებული რამდენიმე პატიმარი ისევ დააპატიმრეს, და ისევ – პოლიტიკური მოტივებით.

• პოლიტპატიმრების შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს და რას ცვლის?

სიტყვით გამოვიდნენ ასევე აზერბაიჯანელი უფლებადამცავი და პოლიტიკური ემიგრანტი ლეილა იუნუსი და ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამედოვი. წარსულში, პოლიტიკური მოტივებით, ორივე მათგანმა ციხეში რამდენიმე წელიწადი გაატარა და ისინი თავიანთ გამოსვლებში იმის შესახებ ლაპარაკობდნენ, თუ რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში ეს პრობლემა.

თავად სეიდოვმა თქვა, რომ იუნუსსა და მამედოვს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ, ამიტომაც ობიექტურები ვერ იქნებიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ