საუბარია სომხეთის მაცხოვრებლებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე" />

„გერმანია სომხეთს მხარს დაუჭერს“ – კანცლერი ანგელა მერკელი სომხეთში

საუბარია სომხეთის მაცხოვრებლებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. მას აეროპორტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.

სომხეთმა და გერმანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ერევანსა და ბერლინს შორის ურთერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2017 წელს 339 მილიონი დოლარი შეადგინა. გერმანია სომხეთის ხუთ წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს შორისაა.

ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გთავაზობთ ვიზიტის ყველა დეტალს.

თვითმფრინავის დაშვებისთანავე მერკელი სომეხთა გენოციდის ხსოვნის საპატივცემულო მემორიალური კომპლექსის „ციცერნაკაბერდისკენ“ გაემართა. იქ მან მარადიულ ცეცხლთან ყვავილები დააწყო და ხსოვნის ხეივანში ხე დარგო.

•  2016 წელს ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა გენოციდის დამგმობი რეზოლუცია მიიღო

„ამ რეზოლუციის სულისკვეთების შესაბამისად, მე დღეს „„ციცერნაკაბერდში“ ვიმყოფებოდი. ჩვენ ვათვითცნობიერებთ, თუ რა საშინელი მოვლენები მოხდა 2015 წელს. ეს ფაქტი დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ეს საკითხი ჩემთვის იურიდიულ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განუცხადა მერკელმა რამდენიმე საათის შემდეგ ჟურნალისტებს.

კანცლერი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შეხვდა.

„ჩვენ გსურს, რომ სომხეთში მიმდინარე რეფორმებში მივიღოთ მონაწილეობა, ყურადღებით ვაკვირდებით იმ ცვლილებებსა და პროცესებს, რაც თქვენს ქვეყანაში ამ წლის გაზაფხულიდან ხდება. მზად ვართ, ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე თქვენთან ვითანამშრომლოთ“, – თქვა ანგელა მერკელმა.

მერკელმა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და ესაუბრა მოზარდებს, რომლებიც აქ IT-სფეროში საქმიანობას – ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან.

მერკელი ასევე იმყოფებოდა კომპანია „Pics Art“-ში, რომელიც ყველაზე მსხვილ სომხურ სტარტაპს წარმოადგენს.

ანგელა მერკელის ვიზიტის პირველი დღე კანცლერის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანათან მოლაპარაკებებით დასრულდა.

ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრეს-კონფერენცია შედგა.

მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მის ხელთ არსებულ ყველა ღონეს იხმარს სომხეთის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის საკითხის ხელშესაწყობად:

„თქვენ იცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ, უვიზო რეჟიმი უკვე მოქმედებს. მოცემული საკითხი ძალიან მჭიდრო კავშირშია მიგრაციის პოლიტიკასთან. ჩვენ ამ საკითხში პროგრესს ველოდებით, და ჩვენი მხრიდან ამ პროგრესის მისაღწევად ყოველგვარ ღონეს ვიხმართ“.

მერკელმა ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ხელი შეუწყოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას:

„გერმანია ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრია. და ჩვენ იმის შესახებ ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანია ყარაბაღის პრობლემა კარგ ატმოსფეროში მოგვარდეს. ამ საკითხში გერმანია სომხეთს მხარს დაუჭერს“.

პრემიერმა ფაშინიანმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობას სხვა ქვეყანასთან ურთიერთობის ხარჯზე არ აგებს.

„ვთქვით, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ საგარეო პოლიტიკაში რევერსები არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ, და ამ დაპირებას განვახორციელებთ კიდეც, რომ რუსეთთან ურთიერთობა განვავითაროთ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში [ორივე ეს სტრუქტურა რუსეთის ეგიდით მოქმედებს – JAMnews].

თუმცა, ჩვენ ასევე განვავითარებთ ურთიერთობას ევროკავშირის ქვეყნებთანაც, კერძოდ გერმანიასთან. და აქ უთანხმოებისა და დაპირისპირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ“.

ანგელა მერკელი ერევნიდან ბაქოში გაემგზავრება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ