იურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალ „საპასპორტო“ კანონმდებლობას აანალიზებენ" />

„ბინადრობის უფლება“ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის – პრობლემის გადაწყვეტა თუ ახალი თავსატეხი?

იურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალ „საპასპორტო“ კანონმდებლობას აანალიზებენ

ფოტო: სერგეი  დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთის გალის რაიონში დიდი ცვლილებები დაიწყო, რაც უშუალოდ, სულ ცოტა, 30 ათსი ადამიანის ცხოვრებას ეხება. მათი მნიშვნელოვნების მისახვედრად ამ ადგილის რთული კონტექსტი უნდა გავიხსენოთ;

გალის რაიონის მოსახლეობის 100% პროცენტი  ქართველია, და ეს მას აფხაზეთის ფრიად პრობლემურ ანკლავად აქცევს. აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახავს – იმ დროს, როდესაც  თბილისი ამტკიცებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ტერიტორიული მთლიანობის ამ მოთხოვნას გაერო, ევროკავშირი და აბსოლუტურად ყველა დასავლური ქვეყანა უჭერს მხარს.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველები – ღრმად და ისტორიულად ადგილობრივი ოჯახები აქ საუკუნეობით ცხოვრობენ, მათ ადგილობრივი ისტორიული სახელიც კი აქვთ: სამურზაყანოელები. თუმცა, ისინი ქართველები არიან, და ყველა თუ არა, ბევრი მათგანი უშუალო და მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან და ქართული პასპორტები აქვთ. 

სწორედ პასპორტებს უკავშირდება ის დიდი მოვლენები, რომლების შესახებაც ვაპირებთ, რომ გიამბოთ.

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, JAMnews
 აახლოებით 30 ათასი ადამიანიდან, რომელიც  დღესდღეობით გალში ცხოვრობს, მხოლოდ 300-მდე ადამიანს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა. დანარჩენები აქამდე ფაქტობრივად არალეგალები იყვნენ, მათ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ და მასზე უარის თქმას არ აპირებენ – ე.ი. მათ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება არ შეუძლიათ, რადგან ორმაგი მოქალაქეობა რესპუბლიკაში მხოლოდ რუსული პასპორტების მფლობელებისთვის არის შესაძლებელი.  

აფხაზეთში წლობით გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს დილემა; ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ „გალის საკითხით“ მანიპულირება გახდა აფხაზეთის წინა პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ვადამდელი გადადგომის მიზეზი.

 „გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის სპეციალიზებული კომისია დარღვევებით იყო ორგანიზებული… პასპორტები  „აფხაზეთის  რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ “კანონის დარღვევით გაიცემოდა.   JAMnews-ის დაწვრილებითი ანალიტიკური მიმოხილვა ქართველებისთვის აფხაზეთის გალის რაიონში პასპორტების გაცემის პრობლემებთან დაკავშირებით/su_quote]

და აი, აფხაზეთის პარლამენტმა, მრავალწლიანი დებატების შემდეგ  საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – ქართული ანკლავის ცხოვრება  დაკანონდება დოკუმენტით, რომელსაც „ბინადრობის უფლება“ დაერქვა.

ეს საბუთი მის მფლობელს აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების უფლებას აძლევს, ასევე – ქვეყნიდან თავისუფლად გასვლისა და შემოსვლის უფლებას. ამავდროულად, ეს სტატუსი უძრავი ქონების ყიდვის ან გაყიდვის უფლებას არ იძლევა – ასევე არ იძლევა  ნებისმიერი დონის არჩევნებში, მათ შორის – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

“ბინადრობის უფლების“ გაცემის პროცესი 2017 წლის ივნისიდან დაიწყო. გასული 2, 5 თვის განმავლობაში ამგვარი სტატისტიკაა:

  • საბუთი მიიღო დაახლოებით 140-მა ადამიანმა;
  • დაახლოებით 200-მა ადამიანმა დასტური მიიღო და საბუთის მიღებას ელის;
  • რაიონის 2 ათასმა მცხოვრებმა „ბინადრობის უფლების“ მისაღებად განცხადება შეიტანა.

საპასპორტო სამმართველო

ქალაქი გალი, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამმართველო, ხუთშაბათი. ეს მიღების დღე არ არის, თუმცა შენობის საპასპორტო-სავიზო სამსახურის კართან 15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თითქოს რიგში დგას.  

ფოტო: დმიტირი  სტატეინოვი, JAMnews

შემოდის კიდევ ერთი, „რიგის“ მეთვალყურე, შემდეგ კითხულობს „ბინადრობის უფლების“ მიღების რიგში მდგომთა სიას, რომელიც იქვე, კედელზეა გაკრული. საკუთარ გვარს პოულობს და მოსაცდელად ქუჩაში გადის; ამბობს, – იქ მოწევა მაინც შეიძლებაო.

ამ დროს მისაღებ ოთახში დარჩენილები ხმაურს იწყებენ, რადგან ვიღაც ურიგოდ შესვლას ცდილობს. ქალი ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ ცნობა აქვს გადასაცემი.  საპასპორტო სამმართველოს მუშაკი გამოდის და  სამ ადამიანს შენობაში უშვებს, მათ შორის ცნობიან ქალსაც.

ფოტო: დმიტრი  სტატეინოვი, JAMnews

“ბინადრობის უფლების” მისაღებად საბუთების საკმაოდ დიდი დასტა უნდა წარადგინო:

  • დაბადების მოწმობა, რომელიც „ადგილობრივი ფესვების“ დასტურია;
  • ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ ადამიანმა რაიონში 1999 წლიდან მოყოლებული 10 წელიწადზე ნაკლები არ დაჰყო;
  • სსრკ-ის მოქალაქეობის პასპორტი ვისაც შემორჩენილი აქვს, ძალიან გამოსადეგია.
  • სერტიფიკატი აივ-ინფექციის არქონის შესახებ;
  • ცნობა იმის შესახებ, რომ ადამიანი ნარკოდისპანსერში აღრიცხვაზე არ იმყოფება;
  • და ფოტო.

ადგილობრივი ინსპექტორი, მილიციის ლეინტენანტი ტატიანა ჩისტიაკოვა ამბობს, რომ ამ საბუთების შეგროვება ბევრისთვის რთულიცაა და წამგებიანიც – საჭიროა ლაბორატორიაში მისვლა, ანალიზების აღება, ცნობისა და სერტიფიკატისთვის ფულის გადახდა, შემდეგ მათ მისაღებად თვიდან მისვლა.   

ამიტომ, როგორც ლეინტენანტმა ჩისტიაკოვამ JAMnews-ს უთხრა, მათთვის, ვინც გალის რაიონში დაიბადა, გადაწყვიტეს „ბინადრობის უფლების“ მიღების გამარტივებული წესი შემოიღონ, მაგრამ სხვებისთვის ეს ყველაფერი გაცილებით რთულია.

აი, ჩვენ ოთხკაციანი ოჯახი ვართ. ყველა საქართველოშია დბადებული, მაგრამ მთელი სიცოცხლე გალში გაატარეს, მათი საქმეები ჯერჯერობითჰაერშია გამოკიდებული“. კიდევ არის ოჯახი, სადაც მამის გარდა, ყველა საქართველოშია დაბადებული, მაგრამ რადგანაც ის აქაურია, საბოლოოდ ოჯახის ყველა წევრმა  მიიღობინადრობის უფლება“, – ჰყვება ის.

გამშვები პუნქტი მდინარე „ენგურზე“, საქართველოს საზღვარი

აქაც რიგი დგას, თუმცა უფრო ფორმალური. ადამიანებს ხელში აფხაზური და ქართული პასპორტები, საბუთები უკავიათ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში „ბინადრობის უფლების მქონე“ მხოლოდ ხუთმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.

მოშორებით დგას მამაკაცი ორი ბავშვით. მას პრობლემა აქვს. მის ქალიშვილს ახლახან 15 წელიწადი შეუსრულდა და ერთდერთი საბუთი აქვს – დაბადების მოწმობა, ეს კი პირადობის დამადასტურებელ საბუთად მხოლოდ 14 წლის ჩათვლით მიიჩნევა.

„ბინადრობის უფლების“ საქმე როგორღა იქნება?“ – ვეკითხებით მას. მამაკაცი უარის ნიშნად თავს აქნევს.

„არა, – მტკიცედ ამბობს ის, – არც კი დამიპირებია მისი მიღება. ჩემი წინაპრების ბევრმა თაობამ აქ მთელი სიცოცხლე გაატარა. სოფელში სგვარეულო სასაფლაო გვაქვს,  რა „ბინადრობის უფლებაზეა“ ლაპარაკი?

საბოლოოდ ის „ფორმა ნომერი 9“ ცნობის ასაღებად უკან გააბრუნეს. მესზღვრემ თქვა, რომ თუ გაუმართლებს, შესაძლოა, ეს ცნობა დღსვე აიღოს და იქით მხარეს გადავიდეს.

მას აშკარად გაუმართლა – ერთი საათიც არ გასულა,  ის კვლავ საგუშაგოსთან გამოჩნდა და შვილებთან ერთად გზა გააგრძელა.

გაუშვებენ თუ არა

რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებსაც ჩვენ ველაპარაკეთ, გვითხრა, რომ მათ „ბინადრობის უფლება“ აქვთ, მაგრამ გამშვებ პუნქტზე ქართული პასპორტების წარდგენასაც სთხოვენ.

 

მესაზღვრეებმა ეს ასე განმარტეს: „თუკი „ბინადრობის უფლებაში“ ჩაწერილია, რომ მის მფლობელს სხვა ქვეყნის პასპორტი აქვს – ადამიანი ვალდებულია, რომ ის პასპორტიც წარადგინოს. თუკი „მოქალაქეობის“ გრაფაში მითითებულია მაპ (მოქალაქეობის არმქონე პირი) ან ტირეა დასმული, მაშინ მხოლოდ „ბინადრობის უფლების“ წარდგენაა საჭირო”

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ბინადრობის უფლების“ მქონე ადამიანებმა მასობრივად ამის შესახებ არ იციან და ამიტომ, ამაზე ძალიან დაძაბულად რეაგირებენ.

ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ უშუალოდ ეს გრაფა პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ადამიანის სიტყვების საფუძველზე ივსება, რადგან გალის მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეობის შემოწმება შეუძლებელია. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ მონაცემთა ბაზას არ ფლობს.

ფოტო: სერგეი  დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთის მოქალაქეობა

2017 წლის 30 აპრილიდან 30 აგვისტოს ჩათვლით გალის რაიონში მთლიანობაში აფხაზეთის მოქალაქეობის  27 პასპორტი გაიცა. მათ შორის 23 – ძველი პასპორტის ახლით შეცვლის შემთხვევა იყო.

«აფხაზური პასპორტის მისაღებად საჭიროა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, და ჩვენთან მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, – ჰყვება მილიციის ლეინტენანტი ტატიანა ჩისტიაკოვა. ეს 2008 წლის დასწყისში იყო, ის ქალი წარმოშობით რუსი იყო, ქმარი ქართველი ჰყავდა და მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ თბილისში მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად ჩამოერთმიათ.“  

ჩისტიაკოვამ თქვა, რომ მისთვის ცნობილია ისეთი შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადგილობრივი ეთნიკური ქართველი  საქართველოს მოქალაქეობაზე უარის სათქმელად თბილისში გაემგზავრა, მაგრამ, როგორც თქვეს, მათ დაემუქრნენ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ – დააპატიმრებდნენ.

თავად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა JAMnews-თან ამ საკითხის განხილვა არ ისურვეს.  

„ბინადრობის უფლების“ პრობლემური მხარეები

“ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათ გალის რაიონის მცხოვრებთა პრობლემა გადაჭრეს. თუმცა ადამიანებს „ბინადრობის უფლება“ არ ჰყოფნით, ამან მათ ძალიან ბევრი შეზღუდვა შეუქმნა და ვიდრე ამ საბუთის მფლობელთა უფლებები არ გაფართოვდება, მის მიღებას მასობრივად არ შეეცდებიან“, – ამბობს ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტი საიდ გეზერდავა.

შესაძლოა, ეს პრობლემები – დროებითი იყოს, მაგრამ ვიდრე გალის რაიონის მოსახლეების მიმართ დიფერენცირებული დამოკიდებულება არ გაჩნდება – პრობლემის გადაწყვეტას ნაკლებად უნდა მოველოდეთ“, 

მისი თქმით, ადამიანებს ფაქტობრივად ჩამოართვეს პენსიის მიღების, განათლების უფლება, მათ არ შეუძლიათ უძრავი ქონება იქონიონ, არც  ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის საშუალება აქვთ.

„გალის რაიონის მოსახლეებს ყველა ეს უფლება ჰქონდათ 2014 წლის 4 აპრილამდე, სანამ პარლამენტი „ აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესის მოწესრიგების“ გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებდა.– უთხრა  JAMnews-ს საიდ გეზერდავამ.

სოფელი ბატაიგუარა

ფოტო: დმიტრი  სტატეინოვი, JAMnews

ყველა მათგანის მსგავსად, ვისაც გალის რაიონში ველაპარაკეთ, არც ამ ქალმა ისურვა ვინაობის გამხელა, თუმცა საკუთარი ისტორიის მოყოლას დათანხმდა.

ისტორია სახასიათო აღმოჩნდა: დაიბადა საქართველოში, მთელი ცხოვრება აქ გაატარა, სოფელ ბატაიგუარაში, რომელსაც ამ უკანასკნელ ხნამდე ნაბაკევი ერქვა და ადგილობრივები მას ისევ ასე ეძახიან. საბუთებიდან  ამ ქალბატონს – საბჭოთა პასპორტი და ახალი კანონმდებლობით გაუქმებული აფხაზური პასპორტი აქვს.

„ ეს აფხაზური პასპორტი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაღფშის დროს მივიღე (2010-2011 წლებში), შემდეგ ის გაუქმდა. ჩემს ოჯახში ყველა უსაბუთოდ არის. დედაჩემი აფხაზია , მაგრამ აფხაზეთის მოაქლაქეობა არც მას აქვს, რადგან აფხაზური ენა არ იცის. არადა, მე აქაურობის ძირძველი მოსახლე ვარ, ძველი საბჭოთა პასპორტი მაქვს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ამ სოფლის მაცხოვრებელი ვარ“, – გვიამბო მან.

ახალი კანონმდებლობისა და „ბინადრობის უფლების“ შესახებ იცის, მაგრამ განცხადება არ შეუტანია. თქვა, რომ ყველაფერი ძნელად ეჩვენება, თუმცა, კერძოდ რას გულისხმობდა, არ აუხსნია.

მისი თქმით, სოფელში უმრავლესობა ჯერ ისევ იცდის, ისინი დარწმუნებულნი არ არიან, თუ როგორ ჯობს, რომ მოიქცნენ.

ფოტო: სერგეი  დემიანოვი, JAMnews
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ