სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2018 წლის მოვლენებზეა საუბარი - ზეწოლა პრესაზე, წამება და პოლიტიკური პატიმრები" />

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2018 წლის მოვლენებზეა საუბარი - ზეწოლა პრესაზე, წამება და პოლიტიკური პატიმრები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში დაუსჯელად ირღვევა ადამიანის უფლებები და შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება.

ანგარიში, რომელშიც მსოფლიოში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებაა საუბარი, 13 მარტს გამოქვეყნდა. აზერბაიჯანს 40-გვერდიანი მონაკვეთი ეთმობა და მასში დეტალურად არის აღწერილი ჩინოვნიკების მხრიდან ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები.

რისი უფლება აქვთ და რისი არა ჟურნალისტებს აზერბაიჯანში

რას ნიშნავს აზერბაიჯანში ფრაზა „მსჯავრდებულია შვიდი წლით“?

ანგარიშის ავტორმა, სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ შემდეგი ფაქტები ახსენა:

• 2018 წლის სექტემბერში, პოლიციის განყოფილებაში თეიმურ ახუნდოვის გარდაცვალება შეფასებულია წამებით სიკვდილად.

• სასაზღვრო ძალების რიგითი ჯარისკაცის, ჰუსეინ გურბანოვის სიკვდილი (არის ეჭვი, რომ ის თანამოსამსახურეებმა მოკლეს);

• პოლიციის მიერ ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის წამება.

• ციხეებში ძალიან ცუდი პირობებია, კამერები გადატვირთულია, არ არის გათბობა და ვენტილაცია, პატიმრები შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

• ქვეყანაში ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ამასთან, მათ გაცილებით უფრო მკაცრად ეპყრობიან, ვიდრე დანარჩენებს.

• ხელისუფლება ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს ემუქრებიან, ხანდახან კი სცემენ ან აპატიმრებენ.

IREX-ის 2018 წლის მდგრადი განვითარების ინდექსის თანახმად, „აზერბაიჯანში ძირითადი მედიასაშუალებები მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშაა და მხოლოდ ისეთ ამბებს აშუქებს, რომელიც მათ ინტერესებშია“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ