ხელისუფლებაც აღიარებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა" />

საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. მეორე ტური იქნება

ხელისუფლებაც აღიარებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა

არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველი სამეული: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე

29 ოქტომბერს, ღამის პირველი საათისთვის ცესკომ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა:

 01: 00 საათისთვის დათვლილი იყო 512 უბანი;

ამ ეტაპზე შედეგების მიხედვით, მეორე ტურია.
მეორე ტურში გავიდნენ:

✔️ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 40, 05;

✔️ “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ,გრიგოლ ვაშაძე – 37, 93 %;

სხვა კანდიდატები:

დავით ბაქრაძე – 10, 83 %
შალვა ნათელაშვილი – 4, 16 %
დავით უსუფაშვილი – 1. 83 %
ზურაბ ჯაფარიძე – 1, 70 %

ზუსტად 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია.

ასევე წაიკითხეთ: ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. საზეიმო განწყობა იყო ზურაბიშვილის შტაბში. მას გამარჯვება პირადად მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა. თბილისისა და ბათუმის ქუჩებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიული დროშების ფრიალითა და სიგნალებით დაჰქროდნენ.

ვითარება შეიცვალა 23.00 საათისთვის, როდესაც ცესკომ თანდათან ოქმების ატვირთვა დაიწყო.

უკვე ერთ საათში, ღამის 12 საათისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღიარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩიეს.

უკვე ორმა ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” და რესპუბლიკელებმა” განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერენ გრიგოლ ვაშაძეს.

რა ხდებოდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მოვლენების ქრონიკა:  

სამი ეგზიტპოლი

დაიხურა თუ არა საარჩევნო უბნები სამი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგი გამოქვეყნდა.

ორი ეგზიტპოლი ამბობს, რომ მეორე ტური იქნება, ერთის მიხედვით, კი პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

“ქართული ოცნების შტაბშიც და “გაერთიანებული ოპოზიციის”  შტაბშიც გამარჯვებას ზეიმობენ.

ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც ამ ეტაპზე დამარცხება აღიარა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძეა, რომელიც წინასწარი ,მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს.

ბაქრაძემ თქვა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს.

სალომე ზურაბიშვილი და მისი შვილები გამარჯვებას ზეიმობენ. REUTERS/დავით მძინარიშვილი 

ზეიმია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბშიც:

გრიგოლ ვაშაძე და მისი მხარდამჭერები. REUTERS/ირაკლი გედენიძე

“ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

მმართველმა გუნდმაქართულმა ოცნებამ” ეგზიტპოლი ორგანიზაცია “ფსიქოპროექტს” დაუკვეთა. ამ გამოკითხვის შედეგად ასეთი სურათია:

სალომე ზურაბიშვილი – 52.3%,

გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %

დავით ბაქრაძე – 9.2 %

ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%

შალვა ნათელაშვილი – 3.1%

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი – 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.

ედისონ რისერჩის ეგზიტპოლი 16.00 საათისთვის:

გრიგოლ ვაშაძე – 40%; 

სალომე ზურაბიშვილი – 40%; 

დავით ბაქრაძე – 10%;

შალვა ნათელაშვილი – 3%; 

დავით უსუფაშვილი – 2%;

ზურაბ ჯაფარიძე – 2%.

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი

მესამე ეგზიტპოლი “ევროპული საქართველოს” დაკვეთით კომპანია “BCG ReaserCh“-მა ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის შედეგებით,  ასევე მეორე ტურია:

გრიგოლ ვაშაძე – 37% ;

სალომე ზურაბიშვილს – 34% ;

 დავით ბაქრაძე – 17%.

მთავარი დარღვევები

“სამართლიანი არჩევნები”: საარჩევნო უბნებთან მობილიზებულნი იყვნენ პარტიული აქტივისტები და კოორდინატორები, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: ამომრჩევლის მოსყიდვა; აგიტაციის წესების დარღვევა, ბიულეტენების ჩაყრა ზუგდიდში,

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ამ ორგანიზაციის ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შედიოდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.

თუმცა, ამ დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია და მათ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.

როგორი იყო 28 ოქტომბერი – ნახეთ ლევან მიქაძის/JAMnews და Reuters-ის ფოტოკოლაჟი:


ასევე წაიკითხეთ