აზერბაიჯანი სამი წლის განმავლობაში მოძრაობის თავმჯდომარე იქნება, და არცერთ სამხედრო ბლოკში არ შევა " />

აზერბაიჯანი საერთაშორისო „არმიერთების მოძრაობას“ უთავმჯდომარეებს

აზერბაიჯანი სამი წლის განმავლობაში მოძრაობის თავმჯდომარე იქნება, და არცერთ სამხედრო ბლოკში არ შევა

ბაქოში 27 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო „არმიერთების მოძრაობის“ 18-ე სამიტის – რომელშიც 120 ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის მეფეებმა, პრეზიდენტებმა და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა – მთავარ შედეგებად შეიძლება ორი მოვლენა დასახელდეს.

  • 2019-2022 წლებში აზერბაიჯანი ამ მოძრაობის თავმჯდომარე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება არ შეუძლია. ექსპერტების თქმით, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი რუსეთის მეთაურობით არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში არ გაწევრიანდება, თუმცა ბოლო თვეებში ამგვარი პერსექტივა აქტიურად განიხილებოდა.
  • სამიტის შედეგის დოკუმენტში გაცხადებულია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი   მხარდაჭერის შესახებ, და ნათქვამიმისი ტერიტორიის ოკუპაციის თაობაზე. აშკარაა, იგულისხმება ის, რომ სომხეთმა ყარაბაღის ოკუპირება მოახდინა, თუმცა პირდაპირ არც ერთი ეს დასახელება არ მოიხსენიება. 

• თაფლობის თვე აზერბაიჯანი-რუსეთის ურთიერთობაში, ან რატომ ამბობენ, რომ აზერბაიჯანის, შესაძლოა, პრორუსულ სამხედრო ბლოკში გაწევრიანდეს?

• რუსეთმა აზერბაიჯანს ატომური ელექტროსადგურის აგება შესთავაზა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ საკუთარივ რუსეთს სჭირდება

• რა პირობებით შეიძლება საქართველო ნატოს წევრი გახდეს?

 არმიერთების მოძრაობა (NAM) – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 120 ისეთ ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც არავთარ სამხედრო ბლოკში არ არიან გაწევრიანებულები.  მოძრაობა 1961 წელს ბელგრადში დაფუძნდა. მისმა მონაწილეებმა მუდმივად უნდა შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ამა თუ იმ კონფლიქტის შესახებ. როგორც წესი, მათ შორის შეთანხმების მიღწევა საკმაოდ პრობლემურია ხოლმე.

 აზერბაიჯანი 2011 წლიდან NAM-ის წევრია.

ფოტო: president.az

 „საერთშორისო საზოგადოებრიობის მიერ ოკუპაციის ფაქტი  კვლავ დასტურდება“, – დაწერა Twitter-ზე საკუთარ მიკრობლოგში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგემ ჰიკმეტ გაჯიევმა.   

შედეგების დოკუმენტის გარდა, სამიტზე მიიღეს დეკლარაცია პალესტინასთან დაკავშირებით. საკუთარივ დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ კერძოდ რა იგულისხმება. მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დეკლარაციამ პალესტინის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნას დაუჭირა მხარი. 

მანამდე მოძრაობას ვენესუელა თავმჯდომარეობდა. ახლანდელ სამიტზე მისმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თავმჯდომარეობა ილჰამ ალიევს გადასცა.

„ჩვენი ქვეყნები ჰეგემონიისგან უნდა დავიცვათ… მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების 80 პროცენტი „არმიერთების მოძრაობის“  ქვეყნებზე მოდის“, –  თქვა მადურომ სამიტის გახსნაზე.

სოციალურ ქსელებში სამიტისა და მისი შედეგების შესახებ, ძირითადად, კრიტიკული კომენტარები იყო – მათ შორის იმის გამოც, რომ NAM-ის წევრი ბევრი სახელმწიფოს მეთაური დიქტატორის სახელითა არის განთქმული (მაგალითად, იგივე მადურო). 

სახასიათო კომენტარები

„და ამით რა, რომ სამიტმა აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია ცნო? რა შედეგი ექნება ამას?“ 

 „მეგობარი დიქტატორები ბაქოში შეიკრიბნენ, ალბათ – ერთმანეთისთვის  გამოცდილების გასაზიარებლად“;

 „ამ მოძრაობაში არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ არის. ეს სამიტი გზების გადაკეტვად და ბაქოელებისთვის უხერხულობის შესაქმნელად არ ღირს“ ;


ასევე წაიკითხეთ