რეზოულუციაში ასევე გაისმის მოწოდებები „ბოლო მოეღოს განსხვავებული აზრის ჩახშობას“ და დასრულდეს ჟურნალისტებსა და უფლებადამცავებზე ზეწოლა " />

ევროპარლამენტი აზერბაიჯანისგან მეჰმან ჰუსეინოვის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს

რეზოულუციაში ასევე გაისმის მოწოდებები „ბოლო მოეღოს განსხვავებული აზრის ჩახშობას“ და დასრულდეს ჟურნალისტებსა და უფლებადამცავებზე ზეწოლა

ბლოგერმა მეჰმან ჰუსეინოვმა ციხეში ორი წელიწადი გაატარა და მარტში უნდა გათავისუფლებულიყო. მას ახალი ბრალდება წაუყენეს, რაც ბლოგერს კიდევ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უქადის. მისადმი სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა კიდევ 11-მა ადამიანმა გამოაცხადა – კოლონიაში მყოფმა პოლიტპატიმრებმა და პოლიტიკურმა აქტივისტებმა.

17.01

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მეჰმან ჰუსეინოვისთვის ახალი ბრალდების მოხსნასა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს; ასევე – აზერბაიჯანში განსხვავებული აზრის ჩახშობის დასრულებას, ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების დევნის შეწყვეტას.

ევროპარლამენტი ასევე „დაჟინებით მოუწოდებს ევროპარლამენტის თანამდებობის პირებს, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შესახებ საკუთარი შეშფოთება საჯაროდ გამოხატონ.

იმვე დღეს, დილით მიეჰმან ჰუსეინოვის ძმამ ემინ ჰუსეინოვმა ევროპარლამენტის წევრებს გაუგზავნა ღია წერილი, სადაც ის წერდა, რომ ღრმად შოკირებულია ევროკომისარის სესილია მალმსტერიომის სიტყვებით იმის თაობაზე, თითქოს მეჰმანმა შიმშილობა შეწყვიტა, და ყველას მეჰმანისა და სხვა პოლიტპატიმრების გადასარჩენად მოუწოდა.

16.01

პარტია „მუსავათის“ მმართველობის წევრმა ტოფიკ იაგუბლუმ, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მეგობრების დაჟინებული თხოვნის მიზეზით, შიმშილობა შეწყვიტა.

15.01

  • დღეს დილით პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ გამოაცხადა. თავად ისმაილოვამ, რომელიც ალიევის ოჯახის ქონების შესახებ გახმაურებული გამოძიებებით არის ცნობილი, ციხეში წელიწადნახევარი გაატარა და 2016 წელს პირობითი სასჯელით გათავისუფლდა.
  • პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად პარტია „მუსავათის“ ოფისში მოშიმშილე შვიდი ადამიანიდან ორმა შიმშილობა შეწყვიტა. დარჩენილი ხუთი მოშიმშილე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა – მათ წყლის დალევაზეც უარი თქვეს.
  • „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილემ ტოფიკ იაგუბლუმ, რომელიც უკვე 12 დღეა, შიმშილობს, თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ ოპოზიციის მიერ19 იანვარს დაგეგმილ მიტინგში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

14.01

მსჯავრდებული ბლოგერის, მეჰმან გუსეინოვის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, კოლონიაში ხუთმა პოლიტიკურმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი პროტესტს გამოთქვამენ, დაცვის წევრის ცემის გამო, გუსეინოვის მიმართ წაყენებული ახალი ბრალდების წინააღმდეგ, რაც მის პატიმრობას კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელებს. 13 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა მათი წერილობითი მიმართვა, რომლითაც ისინი ყველა პოლიტპატიმარს მოუწოდებენ, რომ ამ აქციას შეუერთდნენ.

უფრო დეტალურად შიმშილობის მიზეზებისა და მიზნების შესახებ

26 დეკემბერს მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა გამოაცხადა და ამით საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილში საპროტესტო ტალღა ააგორა. იანვრის დასწყისში ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა შიმშილობა დაიწყეს. ახლა მათი რიცხვი შვიდს აღწევს, და ისინი პარტია „მუსავათის“ ოფისში შიმშილობენ.

• რატომ გამოაცხადა მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა

• აზერბაიჯანელი სინდისის პატიმრების დედები ჰყვებიან, თუ რატომ აღმოჩნდნენ მათი ვაჟები ციხეში

ნომერ მე-13 კოლონიაში შიმშილობის დამწყებ აქტივისტებს შორის ორი სინდისის პატიმრად არის მიჩნეული. მათ შორისაა ბაირამ მამედოვი, რომელიც „ძეგლის პატიმრის“ სახელით არის ცნობილი. მას გიას იბრაგიმოვთან ერთად ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 10-წლით თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ მიესაჯა, რაც მათ აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ძეგლზე სარკასტული წარწერა გააკეთეს.

პატიმართა მიმართვაში ნათქვამია, რომ თუკი ახლა ყველა პოლიტპატიმარი საკუთარი უფლებების დასაცავად არ დადგება, მაშინ ხვალ თითოეულ მათგანს „ბალიშის ქვეშ ნარკოტიკს ან ტანკს აღმოუჩენენ, ან დააბრალებენ, რომ ვიღაცას სცემეს“. ისინი ასევე გმობენ იმ „დასავლურ ორგანიზაციებს“, რომლებიც აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებზე თვალს ხუჭავენ.

პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ არავითარი შიმშილობა არ არსებობს.

ვინ არის მეჰმან გუსეინოვი

 

26 წლის მეჰმან ჰუსეინოვი პოპულარული ონლაინ ვიდეოარხისა და ფეისბუკგვერდ „სანჯაკის“ შემქმნელი და წამყვანია. თავის ვიდეოსიუჟეტებში ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციების – თავისუფლების ინსტიტუტისა და რეპორტიორების უსაფრთხოების ერთ-ერთი დამაარსებელია.

 

ჰუსეინოვს ბაქოს რაიონული პოლიციის უფროსის მიმართ ცილისწამებისათვის 2017 წელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში აწამეს, თუმცა სასამართლომ ეს სიტყვები ცილისწამებად ჩათვალა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „Amnesty International“-მა ჰუსეინოვი „სინდისის პატიმრად“ აღიარა. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა მისი სახელი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს.

რა მდგომარეობაშია ამჟამად მეჰმანი

რაც შეეხება თავად მეჰმანს, მან რამდენიმე დღის წინ, კუჭის ტკივილის გამო, რძისა და რძის თხევადი პროდუქტების მიღება დაიწყო. საზოგადოებაში დავობენ, შეიძლება თუ არა, რომ ეს შიმშილობის გაგრძელებად ჩაითვალოს.

10 იანვარს პრესაში თავად მეჰმანის ხელით დაწერილი განცხადების ფოტო გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ მას თავის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა არ სურდა, და საკუთარი ძმის – პოლიტიკური ემიგრანტის, ემინ გუსეინოვის გამო პასუხს არ აგებს.

ეს „დამამშვიდებელი“ განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა მეჰმანის სტყვებს, რომელიც 6 იანვარს მისმა ადვოკატმა შაჰლა გუმბატოვამ გადმოგვცა:

„მე შიმშილობას არ შევწყვეტ. ჩემი პატიმრობის ვადა 2 მარტს იწურება. თუკი 2 მარტს არ გამათავისუფლებენ, უკვე სხვანაირად ვიმოქმედებ. არა იმიტომ, რომ პატიმრობის ახალი ვადის მეშინია, არ მინდა, რომ 5-6 წელიწადი ციხეში გავატარო, და არა იმიტომ, რომ სუსტი ვარ. პირიქით, მე ახლა ბრძოლისთვის თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობ. აქამდე შეთხზული ბრალდებებით ასობით პოლიპატიმარია დაკავებული და მათ საკუთარი თავისუფლება გაწირეს, თუმცა ამ მსხვრპლმა არაფერი შეცვალა, სიტიაცია ისევ ძველებურია, და უარესიც კი. ამიტომ, კიდევ უფრო შორს წასვლა და უფრო მეტი ფასეულობის გაწირვაა საჭირო, იმისთვის, რომ იქნებ რაიმე შეიცვალოს.“

ემინ გუსეინოვი – რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ჟურნალისტი და დირექტორია, და შვეიცარიაში ცხოვრობს. ის ახლა ძმას ტელეფონით ეურთიერთება და მეჰმან გუსეინოვსა და საზოგადოებას შორის შუამავლის როლს ასრულებს. ის ირწმუნება, რომ მეჰმანი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება: „მეჰმანმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას არ ფლობს იმის თაობაზე, თუ მისი სახელით რა ვრცელდება“.

მეჰმან გუსეინოვის ადვოკატი შაჰლა გუმბატოვა მეჰმანის განცხადებით ასევე გაკვირვებული იყო.

11 იანვარს მეჰმანი საგამოძიებო იზოლატორში მოინახულეს აზერბაიჯანში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, საფრანგეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და გერმანიის საელჩოების თანამშრომლებმა. ამ ვიზიტის შედეგების მიხედვით, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ „ევროკავშირის დელეგაცია სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება“.

ბლოგერის ძმის აზრით, რძითა და კეფირით კვება – ჯერ კიდევ შიმშილობაა: „მეჰმანი გრძელვადიან შიმშილობას აპირებს, 2 მარტს მისი სასჯელის ვადის ამოწურვამდე“.


ასევე წაიკითხეთ